2023 წელი ახლოვდება, ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე უკვე დაიდგა, საზეიმოდ კი მას 24 დეკემბერს გაანათებენ. ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება.
საახალწლო პროგრამა 24 თებერვალს 15:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება.

15:00-20:00 -საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

15:00 – 20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

15:00-20:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.

ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

16:00-17:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

18:30-19:20 – ნიკო ქაჯაია

20:00 – მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება

20:15-21:00 – ჯგუფი “New One”
21:00 – საზეიმო ფოიერვერკი