იმერეთისა და სამეგრელოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორების მიღებას წყვეტს. მიზეზად ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი დასახელდა. ფუნქციონირებას 8 ნოემბრიდან შეაჩერებს მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები. როგორც დაცული ტერიტორების სააგენტოში აცხადებენ აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს. თუ როდის აღადგენს საქართველოს ეს 5 დაცული ტერიტორია ფუნქციონირებას, ამ ეტაპისთვის უცნობია.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს მოქალაქე აფარმან ხალილოვი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო. ინფორმაციას marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრი იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.









