შეერთებული შტატების მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, ზაფხულისათვის ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ . აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა New York Times- ან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ბლოკის 27-ვე წევრი სახელმწიფო უპირობოდ მიიღებს ყველას, ვინც “ევროპის მედიკამენტების სააგენტოს” მიერ დამტიცებული ვაქცინით იქნება აცრილი.
ევროკავშირის ქვეყნები მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო ე.წ. „კოვიდპასპორტები“ შემოიღონ, რომელიც ვაქცინირებულ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ, ან კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებს უფრო ადვილად მოგზაურობის საშუალებას მისცემს.










