LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა – ჯანმოს პრესმდივანი

როდიდან დაჯარიმდებით დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში

დაპოსტა 2020/06/13-ში
A A
433
ნახვა
გაზიარება

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე ამოქმედდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, ეს მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.

„არსებობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გათვალისწინებულია 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი. საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს – ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, როგორი ტიპის პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ტვირთად რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი.

„დამატებით ტვირთად არ არის მოთხოვნილი რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს პირბადე, რომელიც დაფარავს მის სახეს ცხვირიდან ნიკაპამდე, იმისთვის, რომ გავრცელების შეკავება მოხდეს. მთავრობის მიერ შემუშავებულ წესშიც იქნება ეს ყველაფერი გაწერილი. რა პირბადეებსაც აქამდე ატარებდნენ ჩვენი მოქალაქეები, ისეთ პირბადეებზეა საუბარი, რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი,“ – განმარტა მან.

მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სანქციები 15 ივნისიდან ამოქმედდება, მოქალაქეებმა დარჩენილი ორი დღის განმავლობაშიც უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები და პირბადე ატარონ.

„უნდა აღინიშნოს, რომ პირბადის ტარება ახლაც რეკომენდებულია და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ჩვენს მოქალაქეს ამას მოუწოდებს. საგანგაშო მდგომარეობაა, რომ 10 ინფიცირებული ადამიანის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. აუცილებელი ხომ არ არის, ყველაფერს სანქციით დავუპირისპირდეთ, არა?! ჩვენ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვდგავართ. შეიძლება მოხდეს მეორე ეპიდაფეთქება, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანოს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.

გაზიარება209

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო-მოსკოვის ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ...

დაწვრილებითDetails

სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, დღეს საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.   მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.   საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

30 აგვისტოს ასტროლოგიურ ენერგიებს ძირითადად ვერძში მოძრავი მთვარის დინამიკა განსაზღვრავს. ეს დღე აერთიანებს ინიციატივას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და პრაქტიკული გეგმების დასახვის აუცილებლობას.   ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ვერძი - დღე მოგიწოდებთ...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"