“ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა.”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
,,ენერგობლოკების საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა გათიშვის შემდეგ სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს:
დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას რომ არ ემუშავა და ჩვენი ქარხნის პერსონალს რომ არ ემოქმედა, იძულებული ვიქნებოდით, რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია.
რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ” -ვოლოდიმირ ზელენსკი.









