“ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. ამ განცხადებით კალაძე მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტება იყო ბრიფინგზე გაკეთებული. შეთანხმების მიზანი, რომელიც შედგა აპრილში, იყო პოლარიზების დასრულება.
ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება,” – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.










