მიმდინარე წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გამოსცემდა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. მისივე განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.
ცნობისათვის, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ჯამში 37 ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა განახორციელა.
კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, კატალიზატორების ექსპორტი საქართველოდან 3 წლით 2026 წლის 1-ელ მაისამდე შეიზღუდება.
ამასთან, აღნიშნული ცვლილება არ ეხება 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.










