LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რიტუალები, რომლებიც დაგეხმარებათ, სექტემბრის მთვარის დაბნელების დროს წარმატება მოიზიდოთ

როგორ შევინარჩუნოთ პარტნიორის სიყვარული დიდი ხნით? – მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაპოსტა 2025/04/07-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

მაინც როდის ხუნდება სიყვარული ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნისთვის და რა უნდა გავაკეთოთ პარტნიორის მხრიდან ხანგრძლივი და რაც მთავარია, მხურვალე გრძნობების შესანარჩუნებლად.

მაშ ასე, თუკი თქვენი პარტნიორი ვერძია მას ურთიერთობაში “ტემპერატურა” სჭირდება. პერიოდულად მაინც, თუ ყოველთვის არა. მიეცით თქვენს ვერძს საშუალება “კვამლის გამოსაშვებად”, ეკამათეთ ან შეეჯიბრეთ ერთმანეთს, თუნდაც კროსვორდების ამოხსნაში. ასე იგი არასოდეს დაკარგავს თქვენდამი ინტერესს.

კურო თუა თქვენი მეორე ნახევარი მას ვერძისგან განსხვავებით აბსოლუტური სტაბილურობა სჭირდება. ხშირად გაანებივრეთ ხოლმე გემრიელი ვახშმით, ზრუნვითა და კომფორტით. თუკი იგი თავს თქვენ გარემოცვაში დაცულად და მშვიდად გრძნობს, მერწმუნეთ სხვა “საძოვრების” ძიებას არასოდეს დაიწყებს.

ტყუპი თუა თქვენი სიყვარულის ობიექტი, ხშირად ესაუბრეთ მას. არამხოლოდ ოჯახურ თემებზე და სამსახურის შემდეგ, არამედ დღის მანძილზეც მუდმივად იქონიეთ მასთან მიმოწერა “მესიჯებით”. ბევრი იუმორი და ცოტა კრიტიკა გაურიეთ თქვენს ურთიერთობაში, ეს ნაცადი ხერხია ტყუპის “მოსაშინაურებლად”.

კირჩხიბი თუა თქვენი პარტნიორი პირველ რიგში პატივი ეცით და დაუმეგობრდით მის დედას, შემდგომ ამისა ზოგადად მის ნათესავებს. მაქსიმალურად გამოხატეთ პარტნიორის მიმართ ემოციური მხარდაჭერა, როცა იგი ნერვიულობს რაიმეზე. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ როგორც “მზრუნველი, მეორე დედა/მამა”.

ლომი თუა თქვენი მეორე ნახევარი არასოდეს გადაეჩვიოთ მისით აღფრთოვანებას. ლომებს პარტნიორის აღტაცებული თვალები უყვართ თავად სიყვარულში, ამიტომ ხშირად უთხარით კომპლიმენტები თქვენს ცეცხლოვან მეწყვილეს. ხშირად ისეც, უმიზეზოდ…

ქალწული თუა თქვენი პარტნიორი დაიცავით მასთან წესრიგი და დისტანცია. პატივი ეცით მის ჩვევებს, რომელსაც ქალწული არანაირი სიყვარულის გამო არ ღალატობს. ნურასოდეს დასცინებთ მის კვების რეჟიმს ან მიდრეკილებას ზოგადად, დაგეგმილად იცხოვროს. თუკი იგი თქვენში მონათესავე სულს ამოიცნობს, დიდხანს ან სამუდამოდაც შეაბერდებით ერთმანეთს.

სასწორის მეუღლეობა თუ გერგოთ წილად, ნუ დაკარგავთ ურთიერთობაში რომანტიკულ განწყობას. სასწორებისთვის მთელი ცხოვრება თაფლობის თვის გაგრძელებას უნდა გავდეს. ლამაზი საჩუქრებით, ხშირი კომპლიმენტებით და პოეტური განწყობით. ეს ის ელექსირია, რომელიც სასწორ ქალს თუ მამაკაცს დიდი ხნით მიაჯაჭვავს პარტნიორზე.

მორიელი თუა თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად ჩართეთ ურთიერთობაში ექსტრიმი. იეჭვიანეთ და ხანდახან თავადაც მიეცით საბაბი მსუბუქად აეჭვიანოთ. თუმცა, სიტყვა “მსუბუქის” დეფინიცია აბსოლუტური სიზუსტით უნდა იყოს დაცული. მორიელს მოსწონს ნგრევის და შენების პროცესი. ამიტომ ხელოვნურად შეუქმენით ხოლმე ამ ყველაფრის ილუზია, თუ არ გინდათ სამომავლოდ რეალურად დაანგრიოს თქვენი ურთიერობა მოწყენილობის გამო.

მშვილდოსანი თუა თქვენი მეუღლე მიანიჭეთ დიდი დოზით თავისუფლება. მიეცით უფლება “თავისუფალი ჭენების”, საიმისოდ რომ ხანგრძლივი ვადით “მოკლეზე” იყოლიოთ დაბმული. ნუ იქნებით ეჭვიანი, არ მოუწყოთ ისტერიკები და ნაკლებად აკრიტიკეთ ხოლმე დაუკვირვებლობის გამო.

თხის რქა თუა თქვენი მეორე ნახევარი პატივი ეცით პირველ რიგში მის ნათესავებს, მეორე რიგში კი მეუღლის კარიერულ მიღწევებს და სამსახურს, რომელზეც იგი თქვენზე დაქორწინებამდე ბევრად ადრე “დაქორწინდა”. არასოდეს მოითხოვით მეუღლისგან არჩევანის გაკეთება სამსახურსა და ოჯახს შორის.

მერწყული თუა თქვენი პარტნიორი შეინარჩუნეთ იდუმალება და არაპროგნოზირებადი ხასიათი (რის გამოც მას თავიდან მოეწონეთ). ნუ შეუზღუდავთ მეუღლეს თავისუფლებას და ნუ მოითხოვთ მისგან იყოს “ნორმალური” – ანუ მიებაძოს სხვებს ჩვეულებრივობაში.

დაბოლოს, თევზები თუა თქვენი ცოლი ან ქმარი, მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ მას ემოციურად. ნუ დააძალებთ გადაჭრას რთული პრობლემები ცხოვრებაში, მით უმეტეს მარტომ და მით უმეტეს ერთი ხელის მოსმით.

წყარო: შენი ჰოროსკოპი 

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
მთავარი

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე
მთავარი

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა...

დაწვრილებითDetails

სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული...

დაწვრილებითDetails

ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, 3 წელს ციხეში მოიხდის – ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჯუანშერ ბურჭულაძე, სავარაუდოდ, ნატო-ში ელჩის თანამდებობას დაიკავებს
მთავარი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე დაეკისრებათ ჯარიმა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისი 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს შეიძენს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით, 10 000 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით...

დაწვრილებითDetails

დარღვევები გამოვლინდა რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტში

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ვნერვიულობ რომ მშვირები არიან იმ პერიოდში – უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში უფასო კვება
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და...

დაწვრილებითDetails

ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე),...

დაწვრილებითDetails

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა.

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით”-სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ ახალი კანონ პროექტი დადგინდა
მთავარი

საქართველოში შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა. მთავრობის №41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ახალი ნორმების მოქმედების შეჩერების ვადამ 2027 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. აღნიშნული გადავადება ეხება იმ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება....

დაწვრილებითDetails

მაღალი დარიცხვები წყლის გადასახადზე – რა გადაწყვეტილება მიიღო “სემეკმა”

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"