LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ უნდა მოიქცნენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში დასაქმებული პირები კომპენსაციის მისაღებად

დაპოსტა 2020/04/28-ში
187
ნახვა
გაზიარება

პირებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და საგადასახადო შეღავათების პრეზენტაციისას განაცხადა. ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია ამ სტატუსის მქონე 7 000-მდე პირი.

გარდა ამისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები კომპენსაციის მიღებას შეძლებენ მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. ფიზიკურმა პირმა კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.

„პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას – ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილია პირებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებში და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში. ასეთი პირებისთვის მათი რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ კომპენსაცია. იდენტიფიცირებულია დაახლოებით 7 000-მდე ასეთი პირი.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან – ეს არის გადამხდელების კატეგორია, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე და რომელთაც სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი შემოსავალი სრულად გათავისუფლებულია 30 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან, ამ ნაწილში გვაქვს საკმაოდ დაბალი დეკლარირების კულტურა. ამ მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე 60 000- ზე მეტი პირია საქართველოში რეგისტრირებული,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თვითდასაქმებულების იმ კატეგორიამ, რომელიც შემოსავლების სამსახურში არ არის რეგისტრირებული, კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ხუციშვილის განმარტებით, ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერებიც, სადაც გამოჩნდება თვითდასაქმებულების შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების აქტი.

„თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და ყველა ვხვდებით, რომ ეს საკმაოდ რთული კატეგორიაა, რომლის იდენტიფიცირებაც შედარებით რთულია, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითისთვის, ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი: შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთ დოკუმენტებში ისინი აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ. ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერებიც, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების აქტი. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე სახის საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, იქნება ეს ნებართვა ლიცენზია თუ ა.შ.

თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მოთხოვნის წესი შემდეგნაირია: ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და საბანკო რეკვიზიტები, ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ასევე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება93

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
75
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
909
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.7k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
237
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
36
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
257
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
59
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».