LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ უნდა დაზოგოთ ფული – ნახეთ რა რჩევები აქვთ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს

დაპოსტა 2021/08/28-ში
196
ნახვა
გაზიარება

ადამიანებს, რომლებმაც მილიარდები და მილიონები მოიპოვეს, წარმატების რთულ გზაზე ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდათ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოს წამყვანი მილიარდერები ფულს დღემდე ზოგავენ. ზოგს მომჭირნედ ცხოვრების ჩვევა დღემდე შემორჩა და ამის შესახებ რჩევებს მათ გულშემატკივრებსაც უზიარებენ.

საინტერესოა, რა გზებით ცდილობენ მილიარდერები თანხის დაზოგვას?

უორენ ბაფეტი – მცირე თანხები სახიფათოა, ყოველი ცენტი ბიზნესში ჩადე!

Berkshire Hathaway- ის აღმასრულებელი დირექტორი და ინვესტორი უორენ ბაფეტი თავისი ეკონომიურობით ცნობილია. მილიარდერი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს და საკუთარი ოჯახის წევრებსაც იგივეს აიძულებს. ბაფეტი მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს 31,500 დოლარად შეიძინა. მართავს Cadillac XTS-ს და როგორც წესი, სოციალურ ცხოვრებას თავს არიდებს.

მარკ ცუკერბერგი – ნუ დახარჯავთ ფულს დიზაინერებსა და ძვირად ღირებულ ტანსაცმელზე

მიუხედავად იმისა, რომ “ფეისბუქის” დამფუძნებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მას ფულის უკონტროლო ხარჯვა არ უყვარს. მარკ ცუკერბერგი არასოდეს ხარჯავს ფულს ძვირადღირებულ ტანსაცმელში და თავის გამოსვლებში ხშირად ამისკენ გულშემატკივრებსაც მოუწოდებს.

მაიკლ ბლუმბერგი – გადაუხადეთ საკუთარ თავს მცირე ხელფასი და შეავსეთ იგი დივიდენდებით

მედია მაგნატმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა 59 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო. ცნობილია, რომ 90 -იანი წლების ბოლოს მას ძალიან მცირე ხელფასი გადაუხადეს, რაც წლიურად 5,000 დოლარს შეადგენდა.

“თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, თქვენ უნდა აიღოთ პატარა ხელფასი და შეავსოთ იგი დივიდენდებით, რათა საშემოსავლო გადასახადი შეამციროთ“ – ამბობს ბლუმბერგი.

სერგეი ბრინი – ყოველთვის მოძებნეთ ფულის დაზოგვის გზები

მოკრძალებული ხარჯვის მოყვარულთა შორის ასევე არის Google- ის თანადამფუძნებელი და მშობელი კომპანია Alphabet– ის ყოფილი პრეზიდენტი სერგეი ბრინი. 2015 წელს ბრინმა კომპანიის გასაპიარებლად გამოყოფილი ბიუჯეტის საკმაოდ მცირე ნაწილი დახარჯა. თუმცა მისი გადაწყვეტილება მომგებიანი აღმოჩნდა. როგორც ბრინმა ჟურნალ Moment- ს განუცხადა, მან მშობლებისგან ისწავლა, რომ ბედნიერი ფულის გარეშეც უნდა იყოს.

ჯონ კაუდველი – ფულის მეტისმეტი დახარჯვა თვითშეფასებას არ აგიმაღლებს

ჯონ კაუდველმა ფულის უმეტესი ნაწილი დიდ ბრიტანეთში Phones 4u სატელეფონო კომპანიის დაარსების შემდეგ გამოიმუშავა. დღეს მისი ქონება 3 მილიარდი დოლარია. კაუდველი ფულის ზედმეტი ხარჯვის ყოველთვის წინააღმდეგი იყო.

”მე არ მჭირდება Savile Row- ის კოსტუმები. არ მჭირდება ზედმეტი ფულის ხარჯვა ჩემი თვითშეფასების ასამაღლებლად.“ – განუცხადა მან Forbes- ს.

ჩაკ ფინი – გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როდესაც ეს შესაძლებელია

მილიარდერმა ფაქტობრივად, მთელი მისი ქონება საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯა. როგორც Duty Free Shoppers- ის დამფუძნებელი განმარტავს, მან გადაწყვიტა ბევრი ემუშავა, მაგრამ არ გამდიდრებულიყო. იგი დღემდე იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დაფრინავს ეკონომკლასით და იაფფასიან ტანსაცმელს ყიდულობს.

ჯეკ მა – შეინახეთ ფული

ჯეკ მა ცნობილი ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ინტერნეტ მაღაზია Alibaba–მ 2014 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი საჯარო შეთავაზებისთვის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება 40.5 მილიარდი დოლარია, მისი ხარჯვის ჩვევები დიდწილად უცვლელი დარჩა. USA Today-სთან საუბრისას, მა ჩენის მეგობარმა თქვა, რომ მილიარდერის საყვარელი განტვირთვა მთებში ხეტიალი, მედიტაცია და მეგობრებთან პოკერის თამაშია.

კარლოს სლიმი – ყოველთვის ეცადეთ ფასდაკლებაზე მოილაპარაკოთ

მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატის, კარლოს სლიმის ქონება 76,6 მილიარდი დოლარია. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე ცდილობს ნებისმიერი შეთავაზება და მოლაპარაკება ყველაზე დაბალ ფასში მიიღოს.

ილონ მასკი – დიდძალი ქონება დაგამძიმებთ

მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი ფიქრობს, რომ დიდი ქონება ადამიანს ამძიმებს. სავარაუდოდ, აქედან გამომდინარე მიიღო მან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველაფერი გაყიდოს.

”მე ვყიდი თითქმის ყველა ხელშესახებ ქონებას. აღარ ვფლობ სახლს ” -დაწერა ელონმა ამის შესახებ “ტვიტერში“.

გავრცელებული ინფორმაციით Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ახლა 50 000 დოლარად შეფასებულ მცირე ზომის სახლში ცხოვრობს.

(წყარო – lovemoney.com)

 

 

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
648
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
816
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
211
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
224
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
45
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».