წელიწადის ნებისმიერ დროს მნიშვენელოვანია სახლის კანს ყურადღება მივაქციოთ. ყველა სეზონზე მას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. დღეს “მეგა ტვ” იმ მეთოდებს გაგაცნობთ, რომლითაც ზაფხულზე თქვენს კანს უნდა მოუაროთ.
დავიწყოთ იმით რომ, ზაფხულში რეკომენდირებულია 5-10 წუთით მზის აბაზანების მიღება, დილის 9 საათიდან 12 საათამდე.
ზღვის წყალი, რომელიც მრავალ ორგანულ მარილს შეიცავს მშრალ და ნორმალურ კანს არ უხდება, ის სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის, თუმცა არა ყოველთვის. სწორედ ამიტომ ზღვაში ბანაობის შემდეგ საჭიროა შხაპიმირება ან დამცავი კრემის წასმა.
ზაფხულში კოსმეტიკური საშუალებები შეგიძლიათ ხილბოსტნეულით შეცვალოთ. ასეთი ნიღბები ყველა კანის ტიპს უხდება. ისინი მდიდარია ვიტამინებით, კარგად კვებავს უჯრედებს, ასუფთავებს და არბილებს კანს.
ცხიმიანი, ფორებიანი კანისთვის რეკომენდირებულია ხურმის, ვაშლის, ალუჩის, ლიმონის და სხვა ხილის ნიღბები.
ხილბოსტნეულის ნიღბების გაკეთება კვირაში 3-4-ჯერ შეგიძლიათ, მხოლოდ საღამოს. ნიღბის შემდეგ საჭიროა მკვებავი კრემის წასმა 1-2 საათით.
ზაფხულის პერიოდში კარგი იქნება თუ დილით, სახლიდან გასვლის წინ სახეს კიტრის ან პომიდვრის წვენში დასველებული შავი პურის გულით გაიწმენდთ, შემდეგ კი სახეს ცივი წყლით ჩამობანთ და მაკიაჟის დატანამდე მკვებავ კრემს წაისვამთ.
საერთო ჯამში, ექიმები გირჩევენ რომ ზაფხულის პერიოდში მზისგან დამცავი კრემები გამოიყენოთ.