ყველამ ვიცით, რომ თმა საჭიროებს მუდმივ მოვლასა და რეგულარულ შეჭრას, თუმცა რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როცა თმის ბოლოები იყოფა?
გასწავლით სახლის პირობებში “ბოლოჭამიების” მოშორებას უმოკლეს ვადებში და რაც მთავარია, ეფექტურად.
თმის გაყოფილი ბოლოების პირველი მიზეზი არის დატენიანება. შესაბამისად, პირველ რიგში დაიწყეთ “ბოლოჭამიების” განადგურებით, ანუ შეჭრით, შემდეგ კი შეუდექით მოვლას. დაიმახსოვრეთ, რომ მკვდარი ბოლოები არ მისცემს თმას ჯანსაღ იერს და ხელს შეუშლის გაზრდაში.
საფუარის (“დროჟის”) ნიღაბი
კარგი ნიღბისა და ერთდროულად დამატენიანებლის დამზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია, ამისათვის კი დაგჭირდებათ 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარის 50 მილიგრამ კეფირში გაზავება. მომზადებული მასა დაიტანეთ თმის ნახევრამდე, შეიფუთეთ თმა და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილია კვირაში ერთხელ.
ქოქოსის და ნუშის კარაქი
ნატურალური კარაქი – ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა თქვენი თმისთვის. ნუშის და ქოქოსის კარაქი არ არის სქელი მასა. შესაბამისად, ადვილად შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თმიდან. მიუხედავად ამისა, თმისთვის მყარ დამცავ ფენას წარმოქმნის და ფლობს რეგენერირების ფუნქციას. ამასთანავე, საკმაოდ არბილებს თმას.
თაფლის და ზეთისხილის ნიღაბი
კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი სწორედ თაფლის და ზეთისხილის მეშვეობით შეგიძლიათ დაამზადოთ. ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ზეთისხილის კარაქი შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა დაიტანეთ თმის ბოლოებზე და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. არ შეგეშინდეთ იმის, რომ გაგიჭირდებათ ჩამობანა, ვინაიდან ცხელ წყალში თაფლი ადვილად იხსნება, ხოლო ზეთისხილის კარაქი არ მისცემს თმას გამოშრობის უფლებას.
მცენარეული საშუალებები
თავის დაბანის შემდგომ აუცილებელია ბალზამის გამოყენება, ხოლო ერთ-ერთი ეფექტური საშუალება სწორედ ბებიის რეცეპტებიდან შეგიძლიათ გაიხსენოთ, მაგალითად, მოხარშოთ მრავალძარღვას ფოთოლი ან გვირილა. ასეთი ტიპის ნახარში თქვენს თმას ბზინვარებასა და სიძლიერეს მიანიჭებს. თავის დაბანის შემდგომ გადაივლეთ მცენარეული ნახარში და შედეგიც არ დააყოვნებს.
შეწყვიტეთ თმის ბოლოებზე შამპუნის წასმა
თავის დაბანისას ყველამ იცის, რომ ეს არ არის სწორი მეთოდი. შამპუნი დაიტანეთ თმის ძირებზე და თავის მასაჟის ნელი მოძრაობით ჩამოირეცხეთ, ხოლო თმის ძირებზე ისედაც საკმარისია ჩამორეცხვის დროს ქაფის და წყლის მოხვედრა. დაიმახსოვრეთ, თმის ბოლოებზე შამპუნის წასმა შეუწყობს ხელს ბოლოების სწრაფად დანაწევრებას.
გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი
თუკი არ გაქვთ თმის დამატენიანებელი ნიღბები, გეტყვით, რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას. გიზიარებთ პატარა ხრიკს, რომელიც ხელის კრემის საშუალებით შეგიძლიათ გადაჭრათ. საქმე იმაშია, რომ ხელის დამატენიანებელი კრემი ისეთივე ეფექტურია თმაზე, როგორც ხელზე. შესაბამისად, თამამად დაიტანეთ თმის გაყოფილ ბოლოებზე და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
დალიეთ ვიტამინები
გაზაფხულზე ყველა ჩვენგანი ავიტამინოზს განიცდის, რაც აისახება რა თქმა უნდა თმაზეც. შესაბამისად, უნდა მიიღოთ ისეთი ვიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს A, E და B ვიტამინებს. სხვათა შორის, შეგიძლიათ A და E ვიტამინი, კაფსულებით შეძენის შემთხვევაში, გააზავოთ თქვენი თმის ბალზამში და ისე დაიტანოთ თმაზე.
გამოიყენეთ პროფესიონალური საშუალებები
მხოლოდ სახლში დამზადებული საშუალებები არ არის ეფექტური. ამიტომ აუცილებელია მასთან ერთად გამოიყენოთ სტილისტების რჩევით რეკომენდებული საშუალებებიც, რჩევის სახით კი გეტყვით, რომ აუცილებლად დაკვირვებით შეარჩიეთ თქვენი თმის ტიპის მიხედვით.
დაივიწყეთ გარკვეული დროით თმის დახვევა და დავარცხნა
თუკი თქვენი თმის ბოლოები ძალიან გამომშრალი და მტვრევადია, აუცილებლად შეიკავეთ თავი მცირე ხნით თმის დახვევისგან, ვინაიდან დაზიანებულ თმას უფრო მეტად შეუწყობთ ხელს დაზიანებაში და დააჩქარებთ პროცესს. თმის ფენის გამოყენება კი თავისგან ოდნავ შორ მანძილზე სცადეთ.
ჩაიტარეთ ღრმა დატენიანების პროცედურები
კვირაში ერთხელ გამოიყენეთ თმის დამატენიანებელი ნიღაბი, ვინაიდან ეს შეგიწყობთ ხელს თმის სტრუქტურის სწრაფად აღდგენაში. დაიმახსოვრეთ, რომ თავის დაბანის შემდგომ აუცილებლად პირსახოცით შეიმშრალეთ სველი თმა, რაც ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევების თმაზე ეფექტურად შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.