LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის

დაპოსტა 2021/10/01-ში
70
ნახვა
გაზიარება

დეკემბერი ნამდვილად დღესასწაულის თვეა, როდესაც ყველა ჩვენგანი რაღაცის მოლოდინშია, იქნება ეს საახალწლო სუფრა, შვებულება, ფასდაკლებები საყვარელ პროდუქტზე თუ უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება. მსოფლიოს უამრავი ქალაქში შეხვდებით საახალწლო განათებებსა და ნაძვის ხეებს, რაც ერთიან განწყობაზე საკმაოდ დადებითად მოქმედებს, თუმცა ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, იმისათვის, რომ ახალი წელი შედგეს, აუცილებელია ადამიანი საკუთარ თავშივე პოულობდეს განწყობას, რომლის მიღწევაც შესაძლებელი და საკმაოდ სახალისოც კი შეიძლება იყოს.

წინასაახალწლო პერიოდი უპირველესად მოლოდინებთან ასოცირდება, ყველას რაიმე ახლის მოლოდინი გვაქვს, ვაცილებთ ძველ წელს და უკეთესის იმედი გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თუკი არაფერ ახალს არ მოვიმოქმედებთ და მხოლოდ მოლოდინებით დავკმაყოფილდებით, არაფერიც მოხდება. შესაბამისად, თუკი სიახლეების მოლოდინი გაქვთ შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ, გააკეთეთ ის რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ თუმცა მასზე გიფიქრიათ. სიახლეს ყველაზე მეტად სპონტანურობა უუხდება, ამიტომ შეგიძლიათ ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე რაიმე მარტივით დაიწყოთ და თუ ამას ეტაპობრივად გაიმეორებთ, ეს აუცილებლად აისახება არამხოლოდ თქვენს ხასიათზე, არამედ მთლიანად თქვენს ცხოვრებაზე. მაგალითისთვის აირჩიეთ რაიმე ისეთი ჰობი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და არ შექმნის იმ მოლოდინს, რომ აუცილებელია მისი ყოველთვის გაკეთება, მთავარია უბრალოდ გსურდეთ. ახალ წლამდე მთელი თვეა და თუ ამას უკვე გააკეთებთ, ახალ წელს არამხოლოდ სიახლის მოლოდინი გექნებათ, არამედ მზაობაც, რომ რაც კი გსურთ, მისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგათ.

ახალი წელი და განსაკუთრებით მთელი დეკემბერი თავბრუდამხვევ ფასდაკლებებთან, საჩუქრებთან და ნივთების შეძენასთან ასოცირდება, რაც საკმაოდ სასიამოვნოა ნებისმიერი ადამიანისთვის. საჩუქრის გაკეთება ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, არ აქვს მნიშვნელობა საჩუქარს გასცემთ თუ იღებთ, ამიტომ თუკი საახალწლო განწყობა ჯერ არ გაქვთ, შეეცადეთ ჩაერთოთ სოციალურ აქტივობებში როგორც მეგობრებთან, ისე თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან, მაგალითად კარგი იქნება თუ საიდუმლო სანტას ითამაშებთ. ხოლო, თუკი ნაკლები ინტერესი გაქვთ ამის მიმართ, შეგიძლიათ საკუთარ თავსვე გაუკეთოთ რაიმე საჩუქარი.

საახალწლო განწყობისთვის კარგი იქნება, თუკი ნაძვის ხეს უკვე მორთავთ და მოკაზმავთ, შეიძინეთ ახალი სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები,განათებები, გაახალისეთ თქვენი სივრცე და შედეგი აუცილებლად იქნება. ასევე, ახალი წელი საუკეთესო დროა მეგობრებთან ერთად რაიმეს დასაგეგმად, რადგან როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა ამ პერიოდში ისვენებს, შესაბამისად აჯობებს თადარიგი დაიჭიროთ, აირჩიოთ ადგილი და წახვიდეთ.

პანდემიის გამო შეიძლება კონკრეტული ტიპის შეზღუდვები იყოს, თუმცა არ მისცეთ კორონა ვირუსს განწყობის გაფუჭების მიზეზი. მართალია, ხალხმრავლობები კარგი ნამდვილად არ არის ვირუსისგან თვის დაცვის კუთხით, ამიტომ შეგიძლიათ მცირე წრეში მაინც აღნიშნოთ ახალი წელი. ასევე, თუკი აცრილი ხართ, შეგიძლიათ უფრო თამამიც იყოთ და შესაფერისი ახალი წელი მოიწყოთ. სხვადასხვა ქალაქების საახალწლო განათებაშეიძლება საკმარისი არ არის განწყობის შესაქმნელად, თუმცა თუკი მცირედი განწყობა უკვე გაქვთ, გარეთ სეირნობა ნამდვილად აამაღლებს მას.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
66
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
789
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.6k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
231
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
30
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
249
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
39
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
23
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
54
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».