იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ცომზე ბევრი ყველია. შესაბამისად, ნამდვილი იმერული ხაჭაპური რომ გამოაცხოთ, არ დაგენანოთ ყველი.
ინგრედიენტები:
ფქვილი-1 კგ.
საფუარი-1 ს.კ.
მარილი-1/2 ს.კ.
გადადუღებული თბილი წყალი-1/2 ლ.
ყველი (ნაკლებად მარილიანი)-1,5 გკ.
2 ცალი კვერცხი.
მომზადების წესი: თბილ წყალში გახსნილი საფუარი დაამატეთ ფქვილს და მარილს. ცომი მოზილეთ თბილი წყლით, საშუალოდ გამკვრივებამდე. გააჩერეთ იმ დრომდე, სანამ ცომი ამოფუვდება. გახეხილი ყველში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და ორი კვერცხის ცილა, იმისთვის რომ ყველმა არ გამოჟონოს ცომიდან, ხოლო დარჩენილი კვერცხის გულები თავზე მოსასმელად შეინახეთ. ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ მასში გახეხილი ყველი, კარგად შეახვიეთ, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გადაიტანეთ ქურაში. აცხვეთ დაახლოებით 7-9 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ იმერულ ხაჭაპურს ზემოდან გადაუსვით კარაქი.