LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი იმერული საცივი საახალწლოდ

დაპოსტა 2019/12/30-ში
2.6k
ნახვა
გაზიარება

საცივი ქართული სუფრის მშვენებაა, საახალწლო სუფრა ხომ უსაცივოდ ძნელი წარმოსადგენია. საქართველოში საცივს თითქმის ყველგან, აღმოსავლეთში, დასავლეთში თუ სამხრეთში თავისებური ლაზათით ამზადებენ და ის ყველგან გემრიელია.

ინგრედიენტები:

საშუალო ზომის ინდაური ;

4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი; 

1 კგ ნიგოზი;

უცხო სუნელი;

ხმელი ქინძი, 

ზაფრანა;

8-9 კბილი ნიორი;

2 კვერცხის გული ;

1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი;

დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით. 

 

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ინდაური მოვხარშოთ (სასურველია დედალი ერთ, ერთნახევარი წლის ასაკის. მამალ ინდაურს ხორცი მეტი, მაგრამ უხეში აქვს);

ხარშვის პროცესში ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ;

მერე შიგნიდან და გარედან ბლომად მარილი მოვაყაროთ;

ნაჭრებად დავჭრათ;

ტაფაზე დავაწყოთ;

სულ ცოტა საკუთარივე ნახარში მოვასხათ და ჰაერღუმელში გემრიელად დავბრაწოთ.

ინდაურის ნახარში ბულიონი შევაგრილოთ და თავზე ცხიმის აპკს რომ გაიკეთებს მოვხადოთ და ტაფაზე დავასხათ და ამ ცხიმში მოვთუშოთ ძალიან წვრილად დაჭრილი 4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი.

1 კგ ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ჭიქანახევარი უცხო სუნელის, ხმელი ქინძისა და ზაფრანას ნარევი, 8-9 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით (მე არ მიყვარს, მაგრამ ზოგი ერთ მწიკვ დაფქულ მიხაკსა და 1 ჩ/კ დარიჩინსაც უმატებს).

ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადავურიოთ, დავუმატოთ მოთუშული ხახვი და გავხსნათ ბულიონის ერთ მესამედში. სქელი ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს.

მერე დანარჩენი ბულიონიც დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნიგვზის მოხარშვამდე.

ნიგოზი რომ ჩაიხარშება, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ საცივში, თან სწრაფად მოვურიოთ.

ცეცხლიდან გადმოვდგათ.

საცივი თითქმის მზადაა.

დიდ ქვაბში ჩავალაგოთ დაბრაწული ინდაურის ხორცი და დავასხათ წვენი.

საცივს რაც მეტხანს გავაჩერებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

თეგები: კერძიკულინარიარეცეპტისაახალწლო კერძისაახალწლო საცივისაცივი
გაზიარება1055

დაკავშირებული -პოსტები

დღეს დიდი ხუთშაბათია – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

აპრილი 17, 2025
1.3k
ახალი წელი 2020

ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.   დიდი ხუთშაბათი   უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე...

დაწვრილებითDetails

ნაღების ნაყინი – მოამზადეთ სახლში

აგვისტო 10, 2024
128
კულინარია

ნაღების ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: რძე - 160 მლ კვერცხი - 3 კვერცხის გული შაქარი - 150 გრ 33% -იანი ნაღები - 500 მლ ვანილი მომზადების წესი: სქელძირიან ქვაბში ჩაასხით 160...

დაწვრილებითDetails

ხინკალი CNN-ის საუკეთესო “დამპლინგების” სიაში მოხვდა

მარტი 30, 2024
75
კულინარია

ხინკალი CNN-ის საუკეთესო "დამპლინგების" სიაში მოხვდა . გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი, საერთო ჯამში, 35 კერძს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. CNN წერს, რომ "დამპლინგი" ცომით მომზადებული კერძია, რომელსაც მარილიანი ან ტკბილი შიგთავსი...

დაწვრილებითDetails

რეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

დეკემბერი 17, 2023
117
კულინარია

ცნობილი ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა გიორგობისთვე კანის...

დაწვრილებითDetails

როგორ მოვამზადოთ გემრიელი პასკა

აპრილი 16, 2022
180
კულინარია

თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და 200 გ ფქვილი. დადგით 30 წუთი თბილ ადგილას. კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი ათვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. ეს მასა შეურიეთ საფუვრიან მასას,...

დაწვრილებითDetails

თბილი, არომატული და ცოტა მათრობელა ღვინო-უგემრიელესი გლინტვეინი

დეკემბერი 9, 2021
158
კულინარია

დამღლელი და ცივი, ყინვიანი დღის შემდეგ, სახლში რომ დაბრუნდები და თბილ ოთახში, სავარძელში კომფორტულად მოკალათდები, ის, რაც სრულყოფილ ბედნიერებას მოგანიჭებთ არის  უგემრიელესი გლინტვეინი. თბილი, არომატული და ცოტა მათრობელა ღვინო საუკეთესოა განტვირთვისთვის,...

დაწვრილებითDetails

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ,,ჩიტის რძე “

სექტემბერი 30, 2021
474
კულინარია

უგემრიელესი ,,ჩიტის რძის " მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბისკვიტისათვის : კვერცხი - 3 ც,  ფქვილი - 125 გ, გამაფხვიერებელი - 1 ჩკ, შაქარი - 125 გ, კაკაო - 50 გ, კარაქი -...

დაწვრილებითDetails

როგორ მოვამზადოთ არომატული და გემრიელი კომშის მურაბა

სექტემბერი 30, 2021
194
კულინარია

თუ გსურთ არომატული და გემრიელი კომშის მურაბა მოამზადოთ გაეცანით  ინგა ჩიქოვანმა რეცეპტს. მურაბის მომზადებისათვის საჭიროა კომში - 1 კგ შაქარი - 750 გრ წყალი - 250 გრ ლიმონის წვენი  ...

დაწვრილებითDetails

უგემრიელესი ქათმის რულეტი – მარტივად მოსამზადებელი

სექტემბერი 12, 2020
313
ქათმის რულეტი
კულინარია

ინგრედიენტები მარილი და პილპილი საფანელი კვერცხი - 2 ყველი - 100 გ სოკო - 200 გ ქათმის ფილე - 4 ოხრახუში და კამა კარაქი მომზადების წესი ქათმის ფილე სიბრტყეზე ჩავჭრათ,...

დაწვრილებითDetails

უფაფუკესი იდეალი, რომელიც ჯერ არ გაგისინჯავთ

სექტემბერი 9, 2020
4.5k
კულინარია

ინგრედიენტები (ბისკვიტის)  8 ც კვერცხი 7 ს/კ შაქარი 1,5 ჩ/კ სოდა ლიმონით 2 ს/კ თაფლი 1 ც ვანილი 1,5/კ კაკაო 8 ს/კ ფქვილი 200 გრმოხალული ნიგოზი   ინგრედიენტები ( კრემის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».