12:00 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 25 380 ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,5%-ია. მონაცემები 2017 თვითმართველობის არჩევნების ამ დროის აქტივობასთან შედარებით 2.9%-ით მეტია. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ოლქში 11ი საჩივარია შესული, ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
ქუთაისში 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 124 უბანი, მათ შორის 2 სპეცუბანი.










