LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ ეხმაურებიან ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები ქუთაისში, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციას

დაპოსტა 2020/11/07-ში
A A
120
ნახვა
გაზიარება

”ქუთაისში წინაასარჩევნო პერიოდიც და არჩევნებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდა” – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ გააკეთა. მისივე თქმით ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ გაამწვავონ სიტუაცია.

,,ქუთაისში წინაასარჩევნო პერიოდიც და არჩევნებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდა. არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების და წესების დაცვით, რომელიც აღიარეს საუბნო კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან, რისი დასტურიცაა მათი ხელმოწერები ოქმებზე. 74000 ბიულეტენიდან ერთადერთ ბიულეტენში იქნა შეცდომა აღმოჩენილი, რომელიც იმავე დღეს ჩასწორდა.
ამასთანავე, საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო.
ყოველივე ამის ფონზე, ოპონენტები ცდილობენ ხელოვნურად გაამწვავონ სიტუაცია. ამისთვის მათი პარტიული ტელევიზიებისთვის პირდაპირ ეთერში იდგმება არეულობის სპექტაკლები და იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს მთელი საქართველო იქ არის, რათა როგორმე საპროტესტო მუხტის იმიტაცია შექმნან.
დღეს, ქუთაისის საარჩევნო საოლქო კომისიასთან გამართული აქცია იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოძახილი ოპოზიციური პარტიების მცდელობისა- ჩაშალონ ცესკოს და საოლქო კომისიების მუშაობა, არ მისცენ შემაჯამებელი ოქმების შედგენის საშუალება. ამისთვის რაიონებიდან ჩამოიყვანეს ახალგაზრდები, რომლებმაც ნამდვილად არ იცოდნენ რას აპროტესტებდნენ. ისინი არ იცავდნენ უსაფრთხოების არცერთ ზომას.
პირადად მე და პარტია „ქართული ოცნება“, ნებისმიერ ეტაპზე , მზად ვართ ჩვენს ოპონენტებთან ერთად განვიხილოთ ყველა მათი პრეტენზია, მოსაზრება, გავმართოთ დიალოგი, ოღონდ არა ქუჩაში და არა დესტრუქციულად.”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ქუთაისში არჩვენების შედეგების გაპროტესტების არავითარი საფუძველი არ აქვს.

მერობის კანდიდატის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს.

“სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენი მოსახლეობა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა არა სამართლიანი შედეგის მიღება და კანონიერი გზებით მოქმედებაა, არამედ დესტრუქცია და არჩევნების ძალადობრივად, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მითვისება.

ფაქტია, რომ ახლა, როდესაც საზოგადოებაში არ არის საპროტესტო მუხტი და არჩევნები აღიარა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ასევე, ეუთო/ოდირმა, აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩებმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორმა დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო, ოპონენტები ცდილობენ ხელოვნურად გაამწვავონ სიტუაცია.

ეს არის დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, განსაკუთრებით ქუთაისში იმის მტკიცებით, რომ არჩევნების შედეგები არასწორად იქნა დათვლილი. მათმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემაც კი აღიარა და მადლობა გადაუხადა ქუთაისს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ, წყნარ გარემოში, ერთადერთი ოქმი იყო, რომელსაც შესწორება გაუკეთდა და ამას საარჩევნო კომისია განიხილავდა, აქ სხვა არანაირი ხარვეზი არ ყოფილა და მათი ქმდებები მხოლოდ ტყუილს ემსახურება.

როდესაც ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქალაქშიც ყოველდღიურად კორონავირუსის ასობით შემთხვევა ფიქსირდება, გაუგებარია რას ემსახურება ოპოზიციის მიერ გამოგონილი და ყალბი საბაბით ადამიანების შეკრება.

ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და ველოდებით ამომრჩევლების მაღალ აქტიურობას მეორე ტურშიც”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
მთავარი

საქართველოს მოქალაქე აფარმან ხალილოვი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.  ინფორმაციას marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრი იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, "ჯიპი"_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_ უკვე...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

არასრულწლოვანი, რომელიც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, 12 წლის საბა ჯაგოდნიშვილია ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"