საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა, ყოფილი პრეზიდენტი, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
რაც შეეხება უშუალოდ დაკავების პროცესს, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ დაკავების დროს მასზე არ უძალადიათ.
„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს.
როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული.
როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა.
რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნავს ლომჯარია.










