ხონში, დევნილთა დასახლება, ორ გზის ევროპის ჩემპიონს მარიამ მურღვლიანს საზეიმოდ დახვდა.

,,მარიამის წარმატება განსაკუთრებით გვახარებს აქ მცხოვრებლებს, ჩვენს დასახლებაში გაიზარდა და ჩამოყალიბდა წარმატებულ სპორცმენად.
მარიამს გამარჯვება პირადად მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.” – წერს ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.
მარიამი უკვე მეორედ ევროპის გახდა ჩემპიონი.
1 ვერცხლი და 2 ოქრო მარიამ მურღვლიანისგან!
პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემმპიონატზე საქართველოს ნაკრების ბოლო მონაწილემ მარიამ მურღვლიანმა ატაცში 84/88/90 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ძალოსანმა აკვრაში 106/111/114 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 204 კილოგრამითაც!
მურღვლიანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ორი რეკორდის დამყარება შეძლო, თავდაპირველად 1, შემდეგ კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნიოდა. ასევე რეკორდული იყო ორჭიდიც, რომელიც 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელია თემურ ჯანჯღავა. მურღვლიანის პირადი მწვრთნელი კი აკაკი კაკაბაძე.










