LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წარმოადგენენ თუ არა კოღოები საფრთხეს კორონავირუსის პანდეემის პირობებში

როგორ დაუბლოკავენ კოღოებს მალარიის გავრცელების უნარს

დაპოსტა 2020/05/05-ში
A A
155
ნახვა
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში COVID-19-ის თემა დომინირებს, პანდემიის გამო არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა დაავადებებიც, მათ შორის მალარია, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ სახიფათოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაფიქსირდა კოღოების მიერ გადატანილი ამ დაავადების 228 მილიონი შემთხვევა და გარდაიცვალა 405 000 ადამიანი.

თუმცა, ახალმა კვლევამ შეიძლება მიაგნო მალარიის გავრცელების შესაჩერებელ სრულიად ახალ, ძლიერ ეფექტიან გზას. რაც ყველაზე საინტერესოა, ის თავად კოღოებში იმალებოდა.

მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ კოღოებში არსებული ერთუჯრედიანი ახალი ტიპის მიკრობი, სახელად მიკროსპორიდია MB (Microsporidia MB), რომლებიც სპორებს წარმოქმნის, გამოირჩევა Plasmodium falciparum-ის გადაცემის შეჩერების გასაოცარი უნარით; Plasmodium falciparum კი არის ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტი, რომელიც მალარიის შემთხვევათა უმეტესობას იწვევს.

მიკრობი არ აზიანებს თავად კოღოებს და თუ მიკროსპორიდია MB-ის გავრცელებას გავზრდით ადგილობრივი კოღოების პოპულაციებში, შეიძლება, მალარია ისე შევაჩეროთ, რომ დანარჩენი ეკოსისტემა არ დავაზიანოთ.

„წარმოგიდგენთ სავარაუდოდ არაპათოგენურ მიკროსპორიდიას კენიაში გავრცელებული არაბული ანოფელესის (კოღოს სახეობა) საველე პოპულაციიდან“, — წერია კვლევაში.

მკვლევართა განცხადებით, მიკროსპორიდია MB არის მიკრობი, რომელიც ასუსტებს პლაზმოდიუმის (პარაზიტული უმარტივესების გვარი) გადადებას, რომელიც არავირუსულია და გადაეცემა ვერტიკალურადლ მათივე თქმით, ამ მიკრობის კვლევა შესაძლებელია მალარიის გადადების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში.

მოსაზრება, რომ კოღოს მიკრობმა შეიძლება დაავადების გადადება შეაჩეროს, სულაც არ არის ახალი. ვოლბახიამ (Wolbachia), ბაქტერიის გვარმა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება კოღოების პოპულაციებში, წარმოუდგენელი პოტენციალი აჩვენა დენგეს ცხელებისა და მწერების მიერ გადატანილი სხვა ინფექციების მოსასპობად.

„დენგეს, ანუ კოღოს მიერ გადატანილი ვირუსის გასაკონტროლებლად ჩვენ უკვე ვიყენებთ გადადების დამბლოკავ სიმბიონტ მიკრობ ვოლბახიას. სიმბიონტ (თანამცხოვრები ორგანიზმი) მიკროსპორიდია MB-ს აქვს გარკვეულწილად იგივე მახასიათებლები, რის გამო, მას საკმაოდ მიმზიდველი პოტენციალი აქვს მალარიის საკონტროლებლად იგივე მიდგომის შესაქმნელად“, — ამბობს გლაზგოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ სინკინსი.

კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ კენიაში საველე კვლევებისას დაჭერილი კოღოების ანალიზის შედეგად, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ იმ კოღოებს, რომლებსაც ორგანიზმში მიკრობი მიკროსპორიდია MB ჰყავდათ, არ ჰყავდათ მალარიის პარაზიტი. მაშინაც კი, როდესაც მათ კოღოებს ინფიცირებული სისხლი დაალევინეს, მიკროსპორიდია MB-ის შემცველ ინდივიდებს ინფექციის დონე შეუმცირდათ და აღარ დაფიქსირდა მალარიის პარაზიტის სპორების ნიშნები.

გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსპორიდია MB დედის ხაზით გადაეცემა, მას შემდეგ, რაც ის კოღოების პოპულაციაში მოხვდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს. როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, მათ მიერ შესწავლილ ზოგიერთ ზონაში კოღოების პოპულაციის ცხრა პროცენტს უკვე ჰყავდა მალარიის გამანადგურებელი მიკრობები.

ჯგუფს იმედი აქვს, რომ სხვა კვლევების შედეგად დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მიკროსპორიდია MB-ის რაოდენობის გაზრდა კოღოების პოპულაციაში, რისი საბოლოო მიზანიც მალარიის მაჩვენებლების შემცირებაა.

მათივე თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები გვთავაზობს ისეთ საკვანძო ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმის დასადგენად, როგორ შეიძლება გავავრცელოთ კოღოებში ბაქტერია მიკროსპორიდია MB მალარიის გასაკონტროლებლად.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

 

1tv.ge

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"