LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან

დაპოსტა 2021/06/25-ში
127
ნახვა
გაზიარება

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები – ნათქვამია NCDC-ის რეკომენდაციებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვები ძლიერი სიცხისგან და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდნენ ექიმს.

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:

სისუსტე

ძლიერი დაღლილობა

თავის ტკივილი

ცხელება

ინტენსიური წყურვილი

შარდის შეკავება

გულის რევა

ღებინება

ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა

დაბუჟება

კუნთების ტკივილი

კუნთების სპაზმი

ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.

 

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ ოთახი

მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას

დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით

თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიათ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება

თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია:

დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან – გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა

აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.

თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება;

თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)

გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში

თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.

გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

აირიდეთ მზის დასხივება

უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერის და ჰაერგამტარი მასალისგან დამზადებული.

ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50C-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.

თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.

დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.

არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა;

მზადება ძლიერი სიცხისთვის

იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.

ყურადღებით აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობა

შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა

დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.

გაამხიარულეთ – მიეცით ფერადი ჭიქა საწოვარათი და შეახსენეთ, რომ წყალი დალიოს ხელების ყოველი დაბანის შემდეგ.

ეცადეთ სითხე გახადოთ გემრიელი – არომატული წყალი ნატურალური ხილის წვენით შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის.

ეცადეთ უზრუნველყოთ ბვერი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.

აქციეთ ეს ყოველდღიურობად – დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ყოველი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მიიღოს სითხე.

Mtavaro.tv

თეგები: ამინდის პროგნოზიბავშვებისიცხე
გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 48 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

ნოემბერი 19, 2025
60
მთავარი

48 წლის ქუთაისელი  ლია ასკურავა პირველი შვილის დედა გახდა. ქალი უშვილობის 15 წელი ებრძოდა. 9 თვის მანძილზე პაციენტის ორსულობა კლინიკა ,,ბომონდის ,, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ მართა. პატარა სესილი სინატაშვილი...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ნოემბერი 19, 2025
45
მთავარი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიის წყალარინებისა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - „JV of YDA Insaat San....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 19, 2025
759
მთავარი

დედოფლისწყაროში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 18 ნოემბერს  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მეზობლების თქმით, კაცი ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა, მოსაკითხად სახლში მისულ ძმას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ნოემბერი 19, 2025
19
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის...

დაწვრილებითDetails

“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)

ნოემბერი 19, 2025
799
მთავარი

მოსკოვის აღმოსავლეთით, შოკის მომგვრელი სურათი აღმოაჩინა პოლიციამ. სამართალდამცველებმა გოლიანოვსკის ტბასთან ახლოს, ჩანთაში ბავშვის ნეშტი იპოვეს. ცხედარი სკოლის მოსწავლეს ეკუთვნოდა. SHOT- ის აინფორმაციით, ბავშვი, დაახლოებით 6 წლის იყო. პოლიციის ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი დანაწევრებული იყო;...

დაწვრილებითDetails

გამოწვეულია თუ არა ხელების დაბუჟება თრომბით – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ნოემბერი 19, 2025
34
მთავარი

ხელების დაბუჟება ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს  შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს. „პირველი მიზეზი მაჯის გვირაბის სინდრომია. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, მაჯის არეში...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე ჯანდაცვის სამინისტროსგან

ნოემბერი 19, 2025
442
მთავარი

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
455
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. „შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».