სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს თუ როგორ ესხმის თბ
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს, თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.2 ივნისს ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. ინციდენტი კოსტავას ქუჩაზე მოხდა, როცა ფრინველი 5 ქალს დაესხა თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. „5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.https://www.facebook.com/ketevan.tomaradze/posts/10224163679425992
Gepostet von Open Rustavi • ღია რუსთავი am Mittwoch, 3. Juni 2020