ქუთაისის თოჯინების თეატრმა 74-ე სეზონი გახსნა. პატარა მაყურებელს საშუალება ქონდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რეჟისურით დადგმულ სპექტაკლს „ნაბო“ დასწრებოდა. პანდემიური ვითრების გამო სპექტაკლი თეატრის ეზოში, ღია სივრცეში, სპეციალურად მოწყობილი სკამებით და თეჯირით შედგა. ლევან გაბრიჭიძის თქმით ისინი შეეცდებიან წარმოდგენები ამინდის გათვალისწინებით პერმანენტულად გამართონ.
„ორ საპრემიერო დადგმაზე უკვე ვმუშაობთ , ერთზე მუშაობა უკვე თითქმის დავასრულეთ, ხოლო მეორეს დეკემბერში შევთავაზებთ მაყურებელს. ასე რომ თეატრი არ გაჩრებულა, თუმცა ყველა თანამშრომელი მონატრებულია მაყურებელს და ერთმანეთთან კონტაქტსაც.” – განაცხადა გაბრიჭიძემ.