LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა COVID-19-ის შემდეგ – მსოფლიო ბანკის პროგნოზი

დაპოსტა 2020/04/09-ში
80
ნახვა
გაზიარება

მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია, ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.

„ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელია პოლიტიკის შემმუშავებლების გადამწყვეტი მოქმედებები“, -აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე – პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.

მისივე თქმით, „ეს ნიშნავს სწრაფ გადასვლას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე და ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე – რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისთვის.

“პროგნოზები COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებით გაურკვეველია. ამიტომ, ანგარიში იძლევა სიმულაციებს ეკონომიკური ზრდის შედეგების დიაპაზონის საილუსტრაციოდ, რომელთა მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს პანდემიის გამო. სცენარები მიუთითებს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი მოექცევა -4.4 და -2.8 პროცენტს შორის, სანამ დაიწყებს აღმასვლას 2021 წელს დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების გატარების, სასაქონლო ფასების თანდათანობითი აღდგენის და ვაჭრობის გაძლიერების შედეგად. „სოციალური დისტანცირება, არაარსებითი მნიშვნელობის მქონე კომპანიებისა და სკოლების დახურვა საჭირო ღონისძიებებია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ამასთანავე, პოლიტიკა მინიმუმამდე უნდა ამცირებდეს აღნიშნული ღონისძიებების ეკონომიკურ ხარჯებს და უზრუნველყოფდეს სწრაფ და არა ხანგრძლივ აღდგენას პანდემიის დასრულების შემდეგ “,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ – კუნტმა.

ანგარიშის მიხედვით, ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ფულადი ტრანსფერები ან ჯანდაცვის სუბსიდიები მოწყვლადი მოსახლეობისა და ოჯახების დასახმარებლად, ასევე, მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, შეძლებენ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან. რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს – სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.

„მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს ფართო, სწრაფ რეაგირებას განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიაზე რეაგირების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად.

აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
234
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
263
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

იანვარი 26, 2026
36
ეკონომიკა

ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

იანვარი 26, 2026
59
ეკონომიკა

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
124
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
307
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

იანვარი 20, 2026
102
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
15
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
109
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
222
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».