LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს მარტივად

დაპოსტა 2019/12/19-ში
239
ნახვა
გაზიარება
სტრესის შემცირების საუკეთესო გზა იმ წყაროს ამოცნობაა, რომელიც მას წარმოშობს. ეს სწორედ ის პირველი საფეხურია, რომელსაც უმეტესობა მხედველობაში არ იღებს. ზოგჯერ ფიზიკური ნიშნები, ემოციები, რომლებიც თან ახლავს შფოთვას, არ არის აშკარა იმ კონკრეტული დროის მონაკვეთში.

სტრესის/შფოთვის რამდენიმე გავრცელებული სიმპტომია: თავბრუსხვევა, გადაჭარბებული ოფლდენა, დაძაბულობა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა , უძილობა , თავის ტკივილი
თრთოლა, კანკალი.

კარგი იქნება, თუ აწარმოებთ “სტრესის დღიურს”: როდის გრძნობთ, რომ შფოთვა გიპყრობთ და რა ფიზიკური ნიშნები ახლავს თან? როდესაც ამოიცნობთ, თუ რა არის თქვენი შფოთვის წყარო და როგორ რეაგირებთ, შეძლებთ სწორად გამოიყენოთ ტექნიკები.

სტრესის დაძლევის ხერხები:

1.ათიოდე წუთით განმარტოვდით, ჩამოაფარეთ ფარდები, მოიკალათეთ დივანზე და
ნელა დაითვალეთ ათამდე. ამის შემდეგ გააკეთეთ პაუზა და გონება ქვედა კიდურებისკენ მიმართეთ.შეეცადეთ, მაქსიმალურად მოადუნოთ კუნთები, ჯერ ტერფისა და წვივის, შემდეგ ბარძაყის და ასე, ვიდრე თავამდე არ მიხვალთ.


2. მაქსიმალური მოდუნებისთვის კუნთები აამუშავეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და
ტერფისა და წვივის კუნთები დაჭიმეთ, ხოლო ამოსუნთქვისას მოადუნეთ.თუ ფეხებში
სასიამოვნო სითბომ დაგიარათ, ესე იგი, ყველაფერს სწორად აკეთებთ.იგივე სავარჯიშო
შეასრულეთ მუცლის, მხრისა და კისრის კუნთებისთვის.


3.მღელვარებისას სუნთქვა ხშირდება. სცადეთ, შეანელოთ სუნთქვის რიტმი: ღრმად
ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამოსუნთქვას მთელი თქვენი შფოთვა და მღელვარება უნდა ამოაყოლოთ.უფრო უკეთესი იქნება, თუ წარმოსახვით ბუშტს გაბერავთ და ყველა უსიამოვნო ფიქრს მასში ჩაუშვებთ.ახლა იმაზე იფიქრეთ, რა ფერისაა ეს ბუშტი, დიდია თუ პატარა.მერე კი თქვენს პრობლემებთან ერთად ცაში გაუშვით.


4. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან ჩიტების ჟღურტულს.


5. ერთ ალბომში მოუყარეთ თავი ყველა იმ ფოტოსურათს, რომლებზეც თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთებია აღბეჭდილი. მღელვარებისას აუჩქარებლად დაათვალიერეთ ეს სურათები. აუცილებლად დამშვიდდებით.


6. საოჯახო საქმიანობა სტრესის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი გზაა. მოაწესრიგეთ
საქაღალდე, სამუშაო მაგიდა, გარდერობი, კარადა, კაბინეტი.თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები.


7. გაიკეთეთ მსუბუქი წერტილოვანი მასაჟი: იპოვეთ ცხვირის ფუძეზე მტკივნეული წერტილი და რამდენჯერმე დააჭირეთ თითი.


8. თუ ემოცია გახრჩობთ, მიეცით თავს უფლება, მისგან გათავისუფლდეთ.ურტყით ბალიშს, დახიეთ ქაღალდის ფურცლები.


9. სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, პრობლემებიდან ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.


10. კარგად გამოიძინეთ. ადვილი შესაძლებელია, დილით გამოსავალი გამოჩნდეს.

თეგები: დაძაბულობაროგორ გავუმკლავდეთ სტრესსსტრესი
გაზიარება114

დაკავშირებული -პოსტები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

სექტემბერი 30, 2025
4
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები”- გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

სექტემბერი 30, 2025
3
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

“დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება” – სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე

სექტემბერი 30, 2025
14
მთავარი

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დეზინფორმაციის კამპანიებისა და ტექნოლოგიური საშუალებების წინააღმდეგ ინფორმაცია მუშაობს. ასევე, მუშაობს...

დაწვრილებითDetails

1 ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

სექტემბერი 30, 2025
8
მთავარი

1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს – აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი...

დაწვრილებითDetails

ბუნება და კომფორტი ერთად – „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო

სექტემბერი 30, 2025
10
მთავარი

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ორი ახალი, სრულად აღჭურვილი საპიკნიკე და მოსასვენებელი ზონა მოეწყო. სივრცე ბუნებასთან სიახლოვესა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად დატკბნენ გარემოს სილამაზით და გათავისუფლდნენ ყოველდღიური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი გაიმართება

სექტემბერი 30, 2025
32
მთავარი

იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ეგიდით, ქუთაისში გაიმართება პირველი საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი მიმდინარე წლის 28, 29, 30 ნოემბერს. ლოკაცია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი,...

დაწვრილებითDetails

ახალი რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება – ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს

სექტემბერი 30, 2025
1.2k
მთავარი

გაგაცნობთ, სიახლეს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების...

დაწვრილებითDetails

“ობლად დარჩენილი ოთხი პატარა” – ცნობილია ავარიაში დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა

სექტემბერი 30, 2025
387
მთავარი

მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ცოლ-ქმარი. წყვილი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები უკვე ამოასვენეს. “მეგა ნიუსის”  ინფორმაციით დაღუპულები არიან მზეო უმფრიანი და ლევან...

დაწვრილებითDetails

გელა ხასაია დააკავეს

სექტემბერი 30, 2025
94
მთავარი

კოალიცია “ცვლილრბისთვის” წევრი, გელა ხასაია დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ყურაშვილი წერს. მისი თქმით, აქტივისტი დიღმის მესამე სამმართველოში გადაიყვანეს. გელა ხასაია დააკავეს 2-3 საათის წინ, ამ დროისთვის მეტი არაფერი...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სექტემბერი 30, 2025
64
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».