დეტროიტში მღვდელმა მსახურებისთვის წყლის სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
დეტროიტში კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა იმისთვის, რომ მის მრევლს კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალური დისტანცია შეენარჩუნებინა, წმინდა წყლის მისაპკურებლად სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა.
ფოტოები სოციალურ ქსელში წმინდა ამბროსის ეკლესიამ გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, როგორ დგას მანქანისგან მოშორებით მღვდელი ტიმოთე და როგორ აპკურებს წმინდა წყალს. მღვდელს სამედიცინო ნიღაბი, სახის ფარი და ხელთათმანები უკეთია.
ფოტოები აღდგომის დღესასწაულზეა გადაღებული, თუმცა ბოლო პერიოდია, რაც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.






აღსანიშნავია რომ სათამაშო თოფით ნაკურთხი წყლის პკურების ეს პირეველი შემთხვევა არ არის. 7 წლის წინ 2013 წელს, მექსიკელმა მღვდელმა ახალგაზრდებს ნაკურთხი წყალი სწორედ სათამაშო წყლის თოფით აპკურა, ამასთან მის სამოსე სხვადასხვა ანიმაციური პერსოლაჟები იყო გამოსახული.










