LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალაქალები, სადაც ყველაზე იაფად შეგიძლიათ იმოგზაუროთ (+ფოტო)

როგორც ჩანს, უკრაინამ მოიგერია აგრესორის წუხანდელი შეტევები-კახა ლომაია

დაპოსტა 2022/02/27-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

,,ომის მეოთხე დღის დილა

როგორც ჩანს, უკრაინამ მოიგერია აგრესორის წუხანდელი შეტევები.

სანამ დეტალებს შევაგროვებდე, თვალი გადავავლოთ რუსეთზე დაწესებულ დასავლურ სანქციებს. სანქციები შეეხო პოლიტიკას, ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს, საინფორმაციო საშუალებებს, ხელოვნებას და სპორტს.

ეკონომიკა
1. გერმანიამ შეაჩერა გაზპრომის 11 მილიარდდოლარიანი პროექტი “ნორდსტრიმ-2”-ის სერტიფიცირება.
2. ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის მიქირავებული ავიალაინერების ლიზინგი და 28 მარტამდე მოითხოვა ავიალაინერების დაბრუნება. საუბარია რუსული კომპანიების ფლოტის დაახლოებით 50%-ზე.
3. ყველა რუსულ ავიაკომპანიას აეკრძალა ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.

ფინანსები
1. ყადაღა დაედო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
2. ყადაღა დაედო ექვსი უმსხვილესი რუსულ ბანკის, მათ შორის ვნეშეკონომბანკის და ვითიბის-ს აქტივებს აშშ-ში და ევროკავშირში.
3. სანქცირებულ ბანკებს აეკრძალათ ოპერაციები დოლარებში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენაში.
4. გლობალური საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-მა შეწყიტა სანქცირებული რუსული ბანკების მომსახურება.
5. მასტერ-კარდმა და ვიზამ შეწყვიტეს სანქცირებული რუსული ბანკების ბარათების მომსახურება რუსეთის საზღვრებს გარეთ.
6. ყადაღა დაედო რუსი ოლიგარქების აქტივებს დიდ ბრიტანეთში. რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა “ჩელსის” მფლობელობაზე.
7. შეიქმნა ტრანსატლანტიკური მიზნობრივი ჯგუფი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და იტალია), რომელიც
მოიძიებს და დააყადაღებს რუსული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის დაფარულ ანგარიშებს.
8. უმსხვილესი რუსული ბანკ “სბერბანკის”

ანგარიშებს აშშ-ში ყადაღა დაედო.
1. დაყადაღდა პუტინის და ლავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.
2. რუსეთის პარლამენტის ყველა წევრს აეკრძალა ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა. ევროკავშირსი შესვლა ასევე აეკრძალა საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ზახაროვას.

ინფორმაცია
1. გერმანიამ აკრძალა რაშა თუდეის მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე.
2. ფეისბუკმა და იუთუბმა რუსულ სამთავრობო მედიას, მათ შორის, რაშა თუდეის, აუკრძალეს რეკლამის მეშვეობით შემოსავლების მიღება.
3. ინსტაგრამმა დაბლოკა კადიროვის ანგარიში.
4. იუთუბმა დაბლოკა რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული არხი.
5. ევროკავშირში და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს სოლოვიოვს და სიმონიანს.

ხელოვნება
1. ნიუ-იორკის “კარნეგი ჰოლმა” აუკრძალა რუს მუსიკოსებს გერგიევსა და მაცუევს კონცერტების ჩატარება.
2. “ევროვიზიამ” რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა.

სპორტი
1. უეფამ ჩემპიონთა თასის ფინალი პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.
2. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების გაუქმება.
3. ფორმულა-1-მა გააუქმა რუსეთის რბოლა.
4. პოლონეთის და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსებთან თამაშზე.
5. რაგბის ევროპის კავშირმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მატჩების რუსეთში ჩატარება.
6. ფრენბურთის ევროპულმა ფედერაციამ გააუქმა რუსეთში ჩასატარებელი ტურნირი. “-წერს კახა ლომაია.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ბავშვს მატარებელი დაეჯახა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.   "რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა. საკმაოდ მძიმე...

დაწვრილებითDetails

ყვარელში ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 30, 2026
0
ყვარელში ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა
მთავარი

ქალაქ ყვარელში ავარიას 52 წლის ქალი პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – განახლებული კურსი 31 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიუსაფარ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს საპატიო მოქალაქე,თენგიზ იოსელიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
წყალტუბოს საპატიო მოქალაქე,თენგიზ იოსელიანი გარდაიცვალა
მთავარი

გარდაიცვალა  წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, სამედიცინო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ იოსელიანი. ბატონო თენგო, მართლაც ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასე მოულოდნელად, ასე უჩუმრად გათენდებოდა დღე, როდესაც თქვენ არ დაგვხვდებოდით ომახიანი...

დაწვრილებითDetails

ოთარ სულაქველიძე იპოვეს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ოჯახი ოთარ სულაქველიძეს ეძებს
მთავარი

თბილისში დაკარგული ოთარ სულაქველიძე,რომელსაც 25 მარტის შემდეგ ეძებდნენ იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს : თქვენი თანადგომით ვიპოვეთ,ცოცხალი და უვნებელია მადლობა ყველას - წერს სალომე ჩახუნაშვილი.  

დაწვრილებითDetails

რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ელექტროენეგიაზე ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს- სემეკი გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს
მთავარი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში“. ამის შესახებ მან სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ...

დაწვრილებითDetails

„სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა“ – პროკურატურა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს,...

დაწვრილებითDetails

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
მთავარი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. გუნდთან მქონდა კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით. მოტივაცია ერთადერთია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"