🔻 “როგორც ჩანს, საქართველოსთვის იკვეთება თავსმოხვეული გეოპოლიტიკური კონტური: თბილისი- მოსკოვი-თეირანი-დამასკო-ფხენიანი პეკინი, ჰეზბოლა-თალიბანი.
“ახალი საქართველოს” პერსპექტიულ მოკავშირეთა გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს სამომავლოდ მოუწევს ალბათ შესაბამისი ქვეგანყოფილებების შექმნა. 🤷♂️
ეპისკოპატს მინდა მივმართო:
სრულიად მართლმადიდებელთა კრეტის დიდი კრება, ზოგიერთი თქვენგანის მიერ “ამერიკულ პროექტად” სახელდებული თუ ანტიქრისტესთან “მიგაახლებდათ”, როგორც ზოგიერთი თქვენგანი დაბეჯითებით ირწმუნებოდით, აწი რასთან მიაახლებს საქართველოს ეკლესიას საბედისწერო პროცესი, რაც ქვეყნის თავს ხდება. ან ფიქრობთ, რომ სამომავლოდ საქართველოს საზღვრებს მიღმა ეპარქიები შენარჩუნებული იქნება?” – წერს მეუფე ზენონი Facebook-ზე










