,,ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით.❤” – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა. შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...









