LIVE TV
კვირა, ნოემბერი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორი შეიძლება იყო ენგურჰესის ტურისტული ზონა (+ფოტო)

დაპოსტა 2020/01/08-ში
203
ნახვა
გაზიარება

სოციო-ეკონომიკური და ტექნიკური კვლევის მასალები, საქართველოს მთავრობის მიერ მისი განხილვისა და განხორციელებაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გასაჯაროვდება.

ამ ეტაპზე უკვე მზადაა საერთაშორისო კომპანია Colliers-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს პროექტის ფინასურ-ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესახებ წინასწარულ მონაცემებს აძლევს. კვლევა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაკვეთით მომზადდა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მსჯელობის შემდეგ გაირკვევა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული ზონის განვითარების მოდელი, რომელიც მასში კერძო საინვესტიციო ჯგუფების ჩართვის შესაძლელობას განსაზღვრავს. მოცემულ ეტაპზე არ გამოირიცხება პროექტის კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში განხორციელება.

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების სამუშაოები ესტონურმა დიზაინ-არქიტექტურულმა კომპანია „კოკო არქიტექს“-მა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“-ს ინიციატივით მოამზადა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული საწარმოა.
პროექტის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციის – ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს. პროექტირების ეტაპზე, საპროექტო ჯგუფსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კონსულტაციებით, დეტალურად განისაზღვრა ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელებიც.
წინასწარი მონაცემებით, ზონის მოწყობის პროცესში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება ჩართული. პარალელური სერვისების კუთხით კი ტურისტულ სივრცეში მუდმივად დასაქმდება 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. არსებული გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგონიში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ დოლარადაა განსაზღვრული.

* კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარდგინებით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

თეგები: ენგურიენგურჰესიტურიზმიტურისტული ზონა
გაზიარება99

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მეგა tv-ს ინფორმაციით დაღუპული ახალგაზრდა გიგა მესხიძეა. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს ავრცელებენ : გიგა...

დაწვრილებითDetails

” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე, მისი მიზანი ჩვენი ოკუპაცია იყო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინი. ცოტათი მაინც...

დაწვრილებითDetails

“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს. კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი...

დაწვრილებითDetails

“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფომარაციას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ....

დაწვრილებითDetails

დღეს შობის მარხვა დაიწყო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

2026–2027 წლების შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყება და 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტესშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ეს დრო მხოლოდ საკვებზე შეზღუდვებს არ გულისხმობს - მარხვა ასევე...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. შსს-ს ცნობით,აღნიშნული პირი რამდენიმე დღის წინ არის დაკავებული სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

” USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».