ნიგერიის ქალაქ ლაგოსში კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ახალი წესი მოიფიქრეს. ლაგოსის ავტობუსების სერვისი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ ტრანსპორტის სავარძლები მონიშნულია – აღნიშნულია, თუ სად შეიძლება დაჯდომა და სად – არა.
მგზავრთა სკამები ისეა მონიშნული, რომ წესის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია დისტანცირებულად მგზავრობა.
“აიღეთ პასუხისმგებლობა COVID-19-თან ბრძოლაში და დაიცავით წესები. დაგვეხმარეთ ვირუსთან ბრძოლაში, იყავით უსაფრთხოთ და დარჩით ცოცხლები“, – ნათქვამია ტრანსპორტის სამსახურის “ფეისბუქ“ განცხადებაში.
სოციალურ ქსელებში აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტს აზიარებენ და წერენ, რომ შესაძლოა, ეს მთელი მსოფლიოსთვის მგზავრობის მოდელად იქცეს და საუკეთესო პრაქტიკად დაინერგოს.
Great to see public transport operators in Lagos keeping in line with current global best practices in response to Covid19 pandemic.
The attached picture is from @Lbslng bus fleet, showing designated seats for passengers.











