რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეჭვები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თქვენი ეჭვების კვალიც აღარ დარჩება. ვერძს არჩეული გზიდან გადახვევას ვერავინ აიძულებს.
კურო
ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო თემის განხილვის დროს საოცარ სიჯიუტეს გამოავლენთ და თქვენი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელი იქნება. რამდენიმე დღეში კამათის მიზეზი სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ამიტომ დამშვიდდით და ყურადღება უფრო სასიამოვნო თემებზე გადაიტანეთ.
ტყუპები
ბოლო დროს განსაკუთრებული მოთხოვნილება გაქვთ, რომ გარშემო მყოფთა თვალში საკუთარი იმიჯი გაიუმჯობესოთ. სხვათა შორის, დღეს შანსი მოგეცემათ, უფროსების ქება და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ქათინაურები დაიმსახუროთ.
კირჩხიბი
დაუქორწინებელ კირჩხიბებს ამჟამად შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ დონეზე გადაიყვანოთ, რაც ოჯახის შექმნას ან დაქორწინებულებში შვილის გაჩენას გულისხმობს. თუ უბრალოდ გასართობს ეძებთ, შეგიძლიათ სახლში კნუტი ან ზაზუნა მიიყვანოთ.
ლომი
ლომი მზადაა, გარშემო მყოფებს საკუთარი პოზიციის შეუმცდარობა დაუსრულებლად უმტკიცოს, ნახევარი საათის შემდეგ კი შეიძლება, იმავე მონდომებით საპირისპიროს მტკიცება დაიწყოთ. მოკლედ, გირჩევთ, ამ დღეს კამათს და პოლემიკას მოერიდოთ და დრო ბავშვებთან ურთიერთობაში გაატაროთ.
ქალწული
ქალწული მიზნისკენ დაჟინებით მიიწევს, განსაკუთრებით თუ მიზანი მწვანე ბანკნოტების შეკვრას ჰგავს. არც კი შეეცადოთ, რომ ქალწულს საკუთარ გეგმებზე უარი ათქმევინოთ – ის ამას ცუდ ხუმრობად მიიღებს. გახსოვდეთ, ქალწული უკან მხოლოდ იმისთვის იხევს, რომ მიზანს მეორე მხრიდან მიუახლოვდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ.
სასწორი
მზად ხართ, ნემსის ყუნწში გაძვრეთ, რომ გარშემო მყოფები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. დაფიქრდით, ეს ნამდვილად გჭირდებათ? იქნებ ეს ენერგია რეალური მიზნების მიღწევისთვის დახარჯოთ? და საერთოდ, თუ ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება ღირს, ეს საკუთარი სიმართლე კი არა, შეუცვლელობაა. სასურველია, რომ ეს ვინმე ის ადამიანი იქნება, ვისზეც თქვენი კარიერა და ხელფასია დამოკიდებული.
მორიელი
შესაძლოა, თქვენი დიპლომატიური უნარები „გვერდიდან“ უპრინციპობას და დამორჩილებას ჰგავდეს, მაგრამ ასე არ არის. მორიელი სხვის აზრს იმიტომ ეთანხმება, რომ ოპონენტი დაამშვიდოს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მოქმედებს.
მშვილდოსანი
ამ დღემ შეიძლება დაუსრულებელ კამათსა და არაფრისმომცემ დისკუსიებში ჩაიაროს და ეს, უბრალოდ, „სპორტული ინტერესების“ გამო ხდება. მშვილდოსანი მზადაა, ნებისმიერი სისულელე ამტკიცოს, რომლისაც თავადაც არ სჯერა. ამიტომ ამ დღეს მასთან კამათი უსარგებლოა.
თხის რქა
აქტიური და ნაყოფიერი დღე გელით. უფრო მეტიც, საკუთარი აქტიურობა არ გყოფნით და ცდილობთ, საკუთარ საქმეებში სხვებიც ჩართოთ. მთავარია, ეს ფრთხილად და დიპლომატიურად გააკეთოთ, რათა გარშემო მყოფებს ეჭვი არაფერში შეეპაროთ და თქვენს „ბორკილებზე“ უარი არ თქვან.
მერწყული
ეცადეთ, ამ დღეს ბავშვებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ. სულ ერთია, ეს ბავშვები საკუთარი შვილები იქნებიან, თუ მეზობლის. თუნდაც ასეთმა ურთიერთობამ კონკრეტული სარგებელი არ მოგიტანოთ, დადებითი ენერგიით აგავსებთ. განა ეს ცოტაა?
თევზები
ამ დღეს თქვენს სულში ერთდროულად დიდი სტრატეგი და დიდი ტაქტიკოსი გაიღვიძებს. ჩანაფიქრის განხორციელებას ნებისმიერი დაშვებული და დაუშვებელი ხერხით ცდით და ვაი მას, ვინც გზაზე გადაგეღობებათ.