რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საქმიან ადამიანებს ბიზნესში შექმნილი პრობლემების გამო იმედგაცრუება ელით. მოსალოდნელია პროფესიული პრობლემები, რომლებიც თვის მეორე ნახევარში მოგვარდება. ამჟამად მოვალეობის გრძნობა თქვენთვის უმთავრესია. გახსოვდეთ, როდესაც სხვების მიმართ ასეთი მომთხოვნი ხართ, საკუთარ თავსაც მეტი უნდა მოსთხოვოთ.
კურო
ამ დღეს რეალობის მიმართ დამოკიდებულება შეგეცვლებათ და მოვლენების არსს ჩასწვდებით. მოვლენების ნამდვილი მიზეზები ხშირად ჩვენს ხასიათში იმალება. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და საფრთხეს დროულად გაანეიტრალებთ.
ტყუპები
ფულის სწრაფად და მარტივად შოვნის სურვილმა შეიძლება ტყუპები პრობლემამდე მიიყვანოს. გახსოვდეთ, რომ ფინანსური წარმატების მისაღწევად ძლიერი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს მეტეოდამოკიდებული კირჩხიბები შეიძლება თავის ტკივილმა და არტერიული წნევის ცვალებადობამ შეაწუხოს. გაითვალისწინეთ, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ეცადეთ, დღის რუტინა როგორმე შეცვალოთ.
ლომი
შესაძლოა, საქმიანი პარტნიორების ქმედებები ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეიცვალოს, რაც დროებით არეულობას გამოიწვევს. მიეცით ამ ადამიანებს დრო, რათა პასუხი კარგად გაიაზრონ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს, რაც აუცილებლად კონფლიქტში გადაიზრდება.
ქალწული
ტემპერამენტიანი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება, თავგადასავალივით აღიქვამთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის გრძნობას საპასუხო გრძნობით უპასუხოთ და ერთგულება დააფასოთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენი ძალა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გონივრულად მოქმედებაში მდგომარეობს. თუ ბედისწერის მიერ მოცემულ შანსს სწორად გამოიყენებთ, ისეთ შედეგს მიაღწევთ, როგორზეც არც კი გიოცნებიათ.
მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. შექმნილი ვითარება მორიელის ორმაგ ბუნებას გამოავლენს, რომელიც ძლიერ სიყვარულსა და დიდ სიძულვილს შორის მერყეობს. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება გამოიჩინოთ და საკუთარი ემოციები მაქსიმალურად აკონტროლოთ.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, პრობლემებს მინიმალური ძალისხმევითა და ასევე მინიმალური დანაკარგით მოაგვარებთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რაციონალურად ფიქრი და მოქმედება ისწავლოთ და ყოველდღიური საქმეები მშვიდად აკეთოთ.
თხის რქა
ამ დღეს განვითარებული მოვლენები გაიძულებთ, თანამშრომლობასთან, დაკავშირებულ ძველ პრობლემებს დაუბრუნდეთ. ეცადეთ, რომ საქმე, რომლის გაკეთება დღეს შეგიძლიათ, ხვალისთვის არ გადადოთ. საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ წარმატებული საქმიანობის დაწყებას შეძლებთ, მანამდე კი მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ.
მერწყული
ამ დღეს მერწყულების უმეტესობას (განსაკუთრებით, მეცნიერებს და შემოქმედ ადამიანებს) ფინანსურ საკითხებში წარმატება და საზოგადოებრივი წინსვლა ელით. ეცადეთ, იპოვოთ წყაროები, საიდანაც თქვენი შემოქმედებითი თუ სამეცნიერო საქმიანობისთვის საჭირო თანხებს მიიღებთ.
თევზი
ამ დღეს უჩვეულოდ წინდახედულად იქცევით და ცდილობთ, ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. მეტიც, შეგიძლიათ სხვა ადამიანების ქმედებებს სწორი მიმართულება მისცეთ. გამოიყენეთ ხელსაყრელი დრო ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობისა და საერთო საქმის დაწყებისთვის.