ქუთაისის მერია ფოლკლორის ცენტრის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერს NAT250016124 აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში (90 დღეში) უნდა დაასრულოს.
დავით აღმაშენებლის გამზირზე (№15) მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის 349 638 ლარია განსაზღვრული (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება).
დაინტერესებულებისთვის წინადადების მიღება 19 სექტემბერს იწყება და 24-ში მთავრდება










