LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება სექტემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დაპოსტა 2021/08/24-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგი რამაზ გიგაური სექტემბრის  მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, სექტემბერი ასტროლოგიური თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იქნება. ბევრი რთული („ცეცხლოვანი“ ენერგიით გაჯერებული) მოვლენა, რომელიც მსოფლიოსთვის აგვისტოში მნიშვნელოვანი და რეზონანსული იყო, სექტემბერში შედარებით დამშვიდდება.

„თვე დაიწყება ახალმთვარეობით (7 სექტემბერს). ეს ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში, კონკრეტულად კი მე-15 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად გზაჯვარედინს ნიშნავს, ამიტომ ამ პერიოდში ადამიანებს მოუწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება, სავალი გზის არჩევა. ეს აუცილებელი იქნება მომავლის სწორად ფორმირებისთვის. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოსალოდნელია ძილის რეჟიმის დარღვევაც (განსაკუთრებით ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გადაღლილ ადამიანებში). ამ ახალმთვარეობასთან (მზე-მთვარის შეერთებასთან) დაპირისპირებაშია ნეპტუნი. საერთოდაც, სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება მზე-ნეპტუნის ოპოზიცია (აქტიური იქნება 6-22 სექტემბრის შუალედში), რომელიც გააძლიერებს ისტერიულ ფონს. რაც იმას ნიშნავს, რომ არა უფრო მოვლენები იქნება ძალიან მასშტაბური და მტკივნეული, არამედ უფრო ადამიანების მხრიდან ამ მოვლენების გადამეტებულად შეფასება. ამ პერიოდში მოიმატებს ცდუნების, ტყუილის, ილუზიის და ფეიკ-ინფორმაციის გავრცელების ალბათობა. აქ ხდება ქალწული-თევზების „დაჯახება“, სადაც ლოგიკა და რწმენა ერთმანეთს უპირისპირდება. ამიტომ რეკომენდებულია მოვლენების შეფასებისას უფრო ლოგიკური ვიყოთ და ყურადღება ფაქტებზე გავამახვილოთ (6-22 სექტემბრის შუალედში ხიფათის შექმნა დაკავშირებული იქნება წყლის სტიქიასთან, ამიტომ ზღვაზე, მდინარეზე, ტბაზე მყოფმა ადამიანებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ).

ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება მოწესრიგებული, პედანტი და პერფექციონისტი ადამიანებისთვის. რადგან გარკვეულწილად, ქაოსური სიტუაცია თუ ვითარება მათ სისტემურობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. თუმცა სასიკეთო იქნება ხელოვნებისთვის (მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები), რადგან გაძლიერდება წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი, რაც შემოქმედებით სამუშაოში მოსალოდნელია საკმაოდ კარგი იმპულსი გახდეს. მით უმეტეს, რომ მზე-ნეპტუნის ოპოზიციასთან დადებითი ასპექტები ექნება პლუტონს, რაც სწორედ შემოქმედებითი ენერგიის ზრდაზე მიანიშნებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ოღონდ 8-25 სექტემბრის შუალედში მზე-პლუტონის ტრინი იქნება, რომელიც ადამიანებში გააძლიერებს ინდივიდუალიზმს, ნებისყოფას, ლიდერობის სურვილს და ხელმძღვანელობის უნარს.

სტრატეგიული დაგეგმვის და ტაქტიკური მოქმედების უნარი ზემოთ ხსენებულ ილუზიის და ცდუნების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს (განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში ძლიერი მერკური, სატურნი, პლუტონი, ქალწული, მორიელი და თხის რქა გააჩნიათ) სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა სექტემბრის პირველ დეკადაში სასწორში იმოძრავებს, რაც სასიყვარულო ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს, განსაკუთრებით თუ ის აგვისტოს მეორე ნახევარში განვითარდა.

ვენერა – 11 სექტემბრიდან მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს და მოიმატებს მგრძნობიარობა, სექსუალურობა, ასევე ეჭვიანობა და კონტროლის სურვილი. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიტუაციის დრამატიზაციისგან და უსაფუძვლო ეჭვიანობისგან, რადგან ეს ურთიერთობას სერიოზულად გაართულებს. ეს ყოველივე მოსალოდნელია თვის დასაწყისშიც კი საგრძნობი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა სასწორში იქნება, ის შექმნის კვადრატულ ასპექტს პლუტონთან. სექტემბერში პლანეტა ვენერას სხვა ასპექტებიდან უნდა გამოვარჩიოთ სატურნთან კვადრატი, რომელიც ურთიერთობებში კომპლექსებს, „სიცივეს“ და მიუღებლობას გააძლიერებს. ამ დროს პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მთელი რიგი პრობლემების შექმნა (ეს მოსალოდნელია 13-20 სექტემბრის შუალედში). თუმცა მთლიანობაში, სექტემბრის მეორე და მესამე დეკადა სექსუალური კუთხით გამორჩეული იქნება და მოსალოდნელია როგორც ახალი ურთიერთობის დაწყება, ისე შეიძლება ეს იყოს, ძველი, დროებით „დაკონსერვებული“ ურთიერთობის ახალი ძალით „აფეთქება“. მით უმეტეს, რომ 19-28 სექტემბრის შუალედში ვენერა დაუპირისპირდება ურანს. ერთი მხრივ ეს გააძლიერებს ურთიერთობებს და მათში გარკვეული სიახლის შეტანის აუცილებლობას მოიტანს, თუმცა იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა ურანის კვადრატი ან ოპოზიცია აქვს, მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები შექმნას.

15 სექტემბრიდან მარსი სასწორში გადაინაცვლებს და მისი ინტენსივობა დაიკლებს. სასურველია უპირატესობა პარტნიორულ საქმიანობას მივანიჭოთ, ამასთანავე, საკუთარ თავში თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა გავაძლიეროთ.

21 სექტემბერი – სავსემთვარეობა იქნება. ემოციური თვალსაზრისით საკმაოდ მგრძნობიარე და ინტენსიური დღეა. ახალმთვარეობის მსგავსად, აქაც ქალწული და თევზების მეორე „დაჯახება“ იქნება. ძალიან ბევრი კუთხით ეს იქნება პიკი და გარდამტეხი პერიოდი. თუ სექტემბრის პირველ ნახევარში პროცესების გონივრულად და ორგანიზებულად მართვა მოხერხდა, მაშინ სექტემბრის 20-23 სექტემბრიდან ბევრი მიმართულებით სიტუაციები დაბალანსდება და დამშვიდდება. და პირიქით, თუ სექტემბრის პირველ ნახევარში ფსევდორწმენამ, ფანატიზმმა და ქაოსმა გაიმარჯვა ლოგიკაზე, გონებაზე და წესრიგზე, მაშინ 20-23 სექტემბრის შუალედში ვარდნის მაქსიმალური პიკი იქნება.

23 სექტემბრიდან მზე ქალწულის ნიშნიდან სასწორში გადაინაცვლებს. გაძლიერდება რომანტიზმი. ადამიანები უფრო გაწონასწორებულები და ნაკლებად კრიტიკულები გახდებიან. რაც ბუნებრივია, ზოგადად, ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს. სექტემბრის მესამე დეკადაში მოიმატებს დაპირისპირების, ავარიების, კრიმინალის და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ამას განაპირობებს მზე-მარსის შეერთება და გარკვეულწილად, ეს ოქტომბრის პირველ დეკადაშიც გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ სწორედ 1-10 ოქტომბრის შუალედში პლუტონი მიმართულებას შეიცვლის (ის დირექტიული გახდება), რაც გლობალურ დონეზე საკმაოდ რეზონანსულ მოვლენებს დაუდეს საფუძველს. თუმცა სექტემბრის მესამე დეკადაში მომატებული ენერგიულობა ადამიანებს საშუალებას მისცემს შეასრულონ ბევრი სამუშაო, გააგრძელონ გადადებული პროექტები, მოასწრონ ბევრი საქმის გაკეთება.

27 სექტემბრიდან მერკური რეტროგრადული გახდება და რაც ბუნებრივია, დაამუხრუჭებს ინფორმაციის მიღება, დამუშავება, გადაცემის მომენტს. გართულდება საერთო ენის გამონახვა. ტექნიკასთან დაკავშირებით მოსალოდნელია პრობლემების შექმნა. თუმცა ეს კარგი პერიოდი იქნება ძველი საქმეების გადახედვისთვის, მათში ცვლილებების შეტანისთვის, შეცდომების აღმოჩენისთვის და მათი გამოსწორებისთვის”,- ამბობს რამაზ გიგაური.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის სექტემბერში ზოგადად სასიკეთო დღეებია:

ვერძი: 4, 8, 12, 17, 21, 26

კურო: 2, 7, 11, 16, 20, 25, 30

ტყუპები: 5, 9, 1317, 21, 26

კირჩხიბი: 1, 6, 10, 16, 20, 25, 29

ლომი: 5, 9, 13, 18, 22, 27

ქალწული: 1, 6, 10, 16, 20, 24, 29

სასწორი: 5, 9, 14, 18, 23, 28

მორიელი: 3, 7, 11, 15, 19, 24, 29

მშვილდოსანი: 4, 9, 14, 18, 23, 28

თხის რქა: 3, 7, 11, 15, 19, 25, 30

მერწყული: 4, 8, 12, 18, 22, 27

თევზები: 2, 7, 11, 16, 20, 25, 30

 

primetime.ge

გაზიარება454

დაკავშირებული -პოსტები

“სამი დღის განმავლობაში გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული პროცესისა “- ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან - როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ნიშნავს...

დაწვრილებითDetails

„მოტყუებით 21000 ლარს დაეუფლა…“ – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,...

დაწვრილებითDetails

აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი...

დაწვრილებითDetails

“დაზარალებულს 49 500 ლარის ზიანი მიადგა” – დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

“დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა” – პროკურატურა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, ნიკა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს. „ძალიან მოკლედ მოგიყვებით მის შესახებ: ხვიჩა, უმაღლესი დონის პროფესიონალია. სულით მებრძოლი, მენტალურად ძლიერი, მიზანდასახული პიროვნება, რომელიც მისი ყველა ოცნების ახდენისთვის იბრძვის ბოლომდე....

დაწვრილებითDetails

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

მომდევნო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნავარაუდევია წვიმა, ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში კი - თოვლი. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდი: 24 ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

„კიდევ ერთი ნათელი ადამიანი დაკარგა საქართველომ…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
„კიდევ ერთი ნათელი ადამიანი დაკარგა საქართველომ…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას  ავრცელებს. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მომსახურების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი მაკა ლეჟავა. სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გადმოსაცემად, რასაც...

დაწვრილებითDetails

დღეს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდება

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

დღეს, აბუ დაბიში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"