წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ.
[twenty20 img1=”11515″ img2=”11506″ offset=”0.5″]
ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვა დაანონსა.. მათ შორის იყო სანატორიუმი „მეშახტეც“.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან 2019 წლის 31 ოქტომბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა,სადაც წერია, რომ ის აპირებს გამოისყიდოს წყალტუბოში არსებული ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე გაასხვისოს.