ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მიმდინარეობს სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია – ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
“პროექტი ითვალისწინებს სკოლის გამაგრებით სამუშაოებს, კოსმეტიკურ რემონტს და თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
შენობის სამივე სართული იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული, სველი წერტილებითა და სპორტული დარბაზით.
დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მინი სტადიონის შენებლობა.
პროექტი გარდამავალია და 2022 წლის მაისში დასრულდება. სამუშაოები, რომელსაც შპს „სპეცმონტაჟი“ ასრულებს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 მილიონი ლარით ფინანსდება.
გორდის სკოლაზე გეოლოგიური დაკვირვება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დასკვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ აღნიშნული შენობა ექვემდებარება რეაბილიტაციას და პროცესი უკვე დაიწყო.
ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა. მიხარია, რომ ბავშვები სწავლას განახლებულ შენობაში გააგრძელებენ, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.