ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1407 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 343 603
- გამოჯანმრთელებულია – 326 423
- გარდაცვლილია – 4 757
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25300 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14238
- PCR ტესტით – 11062
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური 2,86%, ბოლო 14 დღის -3,46% , ბოლო 7 დღის – 2,85%
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3815
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 661
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.










