4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
ვალუტის განახლებული კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....










