პოლონელი ტურისტი, რომელიც ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს, საავადმყოფოდან გაწერეს.
პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩს გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
შეგახსენებთ, პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს და გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მიზეზი საყურე გახდა. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მას შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.










