ბათუში, ქალაქის ცენტრში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 9 847 040 ლარს ( 3 200 000 დოლარი) შეადგენს.
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 1500 კვ.მ-ია, ეზოსი – 2300 კვ.მ.
ამასთან, სასახლეს აქვს 15 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.
ეზოში მოწყობილია ფანტანები და ქანდაკებები.
„ხელით ნაკეთები ხის კარები, კიბეები მოჩუქურთმებული. კლასიკური რემონტი. დიდი ჭაღებით. ფაქტობრივად, სახლი არის მუზეუმი თავის ჯაკუზებით, საუნებით, აბაზანებით და მოსასვენებელი სივრცეებით. სამსართულიანი სახლი: საერთო ფართობით _ 1500მ2. აშენებული 2005 წელს. თითო სართული _ 500მ2. უმაღლესად ნაშენები. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: სამრეცხაო ოთახი, სათავსო, სველი წერტილები. სამზარეულო, თავისი დიდი სასადილო ოთახით დარბაზული ტიპის თავისი ბუხრის კუთხით. მეორე სართულზე: დიდი მისაღები როიალის და მოსასვენებელი კუთხით, 2 საძიებელი, 3 სველი წერტილი, აივნებით. კაბინეტი, დიდი გარდერობი. საძინებლები (50მ2 დან _ 80 მ2_მდე); მესამე სართულზე: 3 საძინებელი (მასტერბედრუმის ჩათვლით 80მ2 , სველი წერტილით, გარდერობით, კაბინეტით) მოსასვენებელი სივრცე. კამერების და სიგნალიზაციის (დაცვის) სისტემის ოთახი. 3 სველი წერტილით (მინიმუმ 15 მ2). აივნებით. დამატებით ეზოში განთავსებულია შენობა – დიდი სამზარეულო ბარით – სასადილო ოთახით, მოსასვენებელი კუთხით, გადახურული აუზით, სპორტული კუთხით და საუნით, თავისი სველი წერტილით. ბოილერების და ელექტროგაყვანილობის ოთახით.
ეზო _ 2300მ2. გალავანში. გამწვანებული, ჩანჩქერით, პალმებით, ხე-მცენარეებით. ქვაფენილით მოპირკეთებული, მინდორი – სარწყავი სისტემით. ყვავილნარი. ფანჩატური. საპარკინგე 4 ადგილით ნახევრად ღია და დახურული ტიპის, სახლის მომიჯნავედ, თავზე დიდი ვერანდით“,- აღნიშნულია განცხადებაში.