,,სოხუმი, რა თქმა უნდა, თვალით არ მინახავს, თუმცა, ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს ფრაზა “სოხუმი დაეცა”. სულ მიკვირდა… როგორ შეიძლება დაეცეს ქალაქი?!
სინამდვილეში, რომ დავფიქრდეთ, სულაც არაფერი მაკავშირებს სოხუმთან.
ყველაზე ძლიერს თუ არ ჩავთვლით – ემოციას… ჩემს წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი ჩემთვის რომ მოეკლათ შვილი, ან მამა, ან შეყვარებული, ან დავრჩენილიყავი მარტო პატარა ასაკის შვილებით, მოხუც მშობლებთან, სახლ-კარის გარეშე, საკუთარი ეზოს სიმწვანის, ზღვის ჩემი წილი სუნის გარეშე.. ჩემი ქალაქის გარეშე.
ან როგორია, როცა ბოლოჯერ შეავლებ თვალს შენს სახლს, ოთხფეხა მეგობარს, ახლობლის გვამს, საყვარელ ნივთებს… როცა კარგავ დაბრუნების რწმენას. როგორია სულ ახლიდან, სულ არაფრიდან დაიწყო ცხოვრება.
ჰოდა, ამიტომაც მჯერა, რომ ვერასდროს ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, მართალია ოთარ ჭილაძე, ესე იგი დავმარცხდით!” -წერა მარი კევლიშვილი.
პოსტს ,,აფხაზური ამბები” ავრცელებს.










