ხვალ ბინაზე სამართავად, დასტაბილურებულ მდგომარეობაში გაეწერება სტაციონარიდან – ექიმი გია გრძელი ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის ჯანმრთელობის შესახებ, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყინა, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
პოსტს უცვლელეად გთავაობთ:
,,საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოკლე განმარტება ბუბა ჩივაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით; პირველ რიგში კლინიკის ადმინისტრაცია და სრული შემადგენლობა გამოხატავს დიდ პატივისვემას, მისდამი როგორც პიროვნებისა და როგორც პროფესიონალი ჟურნალისტის მიმართ. პერსონალურ მონაცემებს არ გავასაჯაროვებთ, მაგრამ ვიტყვით ერთს, რომ ის არის კარგად, ჩაუტარდა ყველა სახის პროტოკოლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობა და ხვალ ბინაზე სამართავად, დასტაბილურებულ მდგომარეობაში გაეწერება სტაციონარიდან. კლინიკა მოხარულია, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა დასტაბილურობამდე, ის იყო კლინიკის პერსონალისადმი საუკეთესოდ განწყობილი, მისგან ყველა გრძნობდა მხოლოდ სითბოს და მას მადლობა იმისათვის, რომ ყველა დირექტივას პროფესიონალი ექიმების მხრიდან გაცემულს ასრულებდა სრულად. გვაქვს იმედი, რომ მას სტაციონალური დახმარება აღარ დასჭირდება. ის დაუბრუნდება თავის პროფესიულ საქმიანობას ახალი შემართებით, ენერგიით და მოტივაციით. მას კიდევ ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და მეტად პრესტიჟულ პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობაში. მადლობა ექიმებს, ექთნებს და ყველა სხვას პროფესიონალიზმისა და მომსახურეობის მაღალი ხარისხისათვის. ასევე მადლობა პაციენტს ნდობის, უბრალოობისა და თავმდაბლობისათვის. მისი სიცოცხლის გადარჩენა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პაციენტის, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობა ბატონ ბუბას და წარმატებები საქმიანობაში. ყველას მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის. ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, ნდობა, სწორი დიალოგი და წიგნიერება, ეს არის წარმატება.” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი გია გრძელიძე.
ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან კიდურები ბასრი საგნით დაზიანა.
მანამდე ჟურნალისტმა Facebook-ლაივი ჩართო და სავარაუდო სუიციდის შესახებ განაცხადა. ბუბა ჩივაძემ ქსელში დაწერა რომ, მისი “პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში”.
“მივიღე გადაწყვეტილება …… ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმინობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ………….. ერთ მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომელბიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია. ყველანი მიყვარხართ









