LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორია პუტინის მილიარდ დოლარიანი თვითმფრინავების კოლექცია

როგორია პუტინის მილიარდ დოლარიანი თვითმფრინავების კოლექცია

დაპოსტა 2022/08/01-ში
A A
208
ნახვა
გაზიარება

პუტინი მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების კოლექციას ფლობს, რომელიც 58 თვითმფრინავისგან და ვერტმფრენისგან შედგება. ინფორმაციას TheRichest.com ავრცელებს.

პორტალის მონაცემებით, პუტინი ფარულად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც შესაძლოა, 200 მლრდ დოლარს შეადგენდეს. მართალია, ქაღალდზე ის ამტკიცებს, რომ მოკრძალებულ შემოსავალს, წელიწადში მხოლოდ 140 000 დოლარს იღებს და 800 კვადრატული მეტრის ბინისა და სამი მანქანის გარდა, არაფერი აქვს, თუმცა მოპოვებული მასალების მიხედვით, ის შავი ზღვის სანაპიროზე 1,4 მლრდ დოლარის სასახლეს და კიდევ 19 სახლს, ასევე, უიშვიათესი ეგზემპლარებით, ძვირადღირებული საათების კოლექციას ფლობს.

ამასთან, პუტინი ფლობს 100 მლნ დოლარის ღირებულების მეგაიახტას და 700 ავტომობილისგან შემდგარ პარკს, თუმცა, TheRichest.com-ის შეფასებით, პუტინის „ტორტის გემრიელი ნაჭერი“ მისი მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების კოლექციაა.

პორტალი ამ კოლექციის ყველაზე ძვირადღირებულ კერძო თვითმფრინავებს ასახელებს:

Airbus ACJ319 – 75 მლნ დოლარი. ეს მოკლედისტანციური ფრენების ერთ-ერთი უახლესი მოდელია. თვითმფრინავი 19 მგზავრს იტევს. მოდერნიზებულია 2018 წელს. აქვს მთავარი საძინებელი დიდი ზომის საწოლით, VIP აბაზანა და საშხაპე. სტრიმინგ სერვისებისა და ვიდეოკონფერენციის მოწყობილობებთან ერთად, თვითმფრინავს უწყვეტი ფრენის დიაპაზონი 10 საათის განმავლობაში აქვს.

Tupolev Tu-154 – 45 მლნ დოლარი. ტუპოლევის მიერ წარმოებული სამძრავიანი მძლავრი საშუალო თვითმფრინავი. ცაში პირველად 1968 წელს აფრინდა. მისი ექსპორტის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2000-იანი წლების შუა პერიოდში მსოფლიო ლიდერებს შორის მეტად პოპულარული თვითმფრინავი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამოქალაქო თვითმფრინავია, რომელიც 116-ზე მეტ მგზავრს იტევს. დღემდე სულ 64 თვითმფრინავი არის აგებული, საიდანაც 8-ს პუტინი ფლობს. მოდელის წარმოება 2010 წელს შეწყდა.

Tupolev Tu-204-300a – 47 მლნ დოლარი. შორი დისტანციის ვერსია მოკლე ფიუზელაჟით. აქვს მოკლე ფრთები და უფრო მაღალი საკრუიზო სიჩქარე. ტუპოლევის ეს თვითმფრინავი Boeing 757-ისა და Airbus A321-ის მსგავსია, რომელიც 200 მგზავრს იტევს.

Mi-8 – 17 მლნ დოლარის შვეულმფრენი, რომელსაც მთელ მსოფლიოში სამხედრო საჰაერო ძალების 50-ზე მეტი სამსახური იყენებს. პუტინი 15 ასეთ ორძრავიან შვეულმფრენს ფლობს, რომლებსაც სამხედრო და სამოქალაქო სამსახურისთვის იყენებენ. ვერტმფრენში ერთდროულად ოცდაათი ჯარისკაცი ან 12 საკაცე შეიძლება მოთავსდეს.

Ilyushin IL-62 – 50 მლნ დოლარი. პუტინი ერთს ან ორს კი არა, ხუთ ასეთ თვითმფრინავს ფლობს, რომელიც დღემდე რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო საავიაციო ქმნილებად რჩება. თვითმფრინავი ჰაერში პირველად 1963 წელს აფრინდა და აქტიურად გამოიყენებოდა. ის ერთდროულად 198 მგზავრს იტევს, თუმცა, ასევე, 86 მგზავრისთვის ძვირადღირებული კონფიგურაცია აქვს. პუტინის ეს თვითმფრინავები ნეიტრალური ფერების ტყავის ინტერიერით გმოირჩვა.

Dassault Falcon 7X – 54 მლნ დოლარი. ეს კომპანია Dassault-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესჯეტია და ინჟინერიის მოწინავე გადაწყვეტად ითვლება, რასაც ბევრმა მწარმოებელმა ვერ მიაღწია. ბიზნესჯეტი 41-ზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს და 12-16 მგზავრს იტევს. ინტერიერი სამი დარბაზს სულ 28 დიდი ფანჯრით მოიცავს. გარდა ამისა, მასზე არის მრავალი გასართობი საშუალება და სამუშაოს შორის დასასვენებელი ლუქს საძინებელი საშხაპეებით.

Ilyushin Il-18 – 18 მლნ დოლარი. ეს ტურბო-პოლიციური თვითმფრინავია, რომელიც პირველად 1957 წელს აფრინდა. მას თავისი დროის ყველაზე გამძლე თვითმფრინავი უწოდეს, რომელიც 120 მგზავრსა და ეკიპაჟის ცხრა წევრს იტევს. სულ აგებულია მხოლოდ 334 ერთეული, საიდანაც ერთი პუტინს ეკუთვნის. თვითმფრინავს თავისი გამძლეობით ბევრი რეკორდი აქვს მოხსნილი, მათ შორის არის 45 000 ფრენის საათი. ის სამოქალაქო და სამხედრო გამოყენებისთვის ექსპლუატაციში რჩება.

Yakovlev Yak-40 – 2,5 მლნ დოლარი. ეს საბჭოთა ეპოქის სამძრავიანი კერძო თვითმფრინავია, რომელიც ერთდროულად, დაახლოებით, 120 მგზავრს იტევს. მისი წარმოება 1966 წელს დაიწყო და დღემდე მხოლოდ 1011 კერძო თვითმფრინავი არის გამოშვებული. მათ შორის არის პუტინის კუთვნილი თვითმფრინავიც. Yak-40 პირველი სერიული მოდელია და რეაქტიული თვითმფრინავის ოცზე მეტი ვარიანტით არის დაპროექტებული. თუმცა ამჟამად რუსეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ექსპლუატაციაში მხოლოდ 19 თვითმფრინავია.

TheRichest.com-ის მონაცემებით, პუტინი თავისი თვითმფრინავების ინტერიერის შემუშავებასა და მოდერნიზებაზე მილიონობით დოლარს ხარჯავს.

Bpn.ge

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ყაზბეგში ყინულის ფერდი ჩამოიშალა, არიან დაშავებულები
მთავარი

ან­ტარ­ქტი­და­ში, კონ­კორ­დი­ის კვლე­ვით სად­გურ­ზე, დე­და­მი­წა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. 18 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ -84.1°C-ს (-119.4°F) მი­აღ­წია. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში ორ­ჯერ და­ფიქ­სირ­და...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"