კრწანისის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულებიდან ორს, ათ შორის არასრულწლოვანს ოპერაციას გაუკეთებენ – განცხადება ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში გააკეთეს.
რეანიმატოლოგ ალექსანდრე მხარგრძელი განცხადებით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ არის
“ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია” განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.








