ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ წულაიას მდგომარეობა მძიმე იყო და მან საერთო ჯამში 15 კილოგრამი დაიკლო.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა.
„წულაია საავადმყოფოში გუშინ მოვინახულე. მან შიმშილობა შეწყვიტა და წვნიანი მიიღო. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ რთულია და პოლიტიკოსი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს“, – ამბობს გელბახიანი.