ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქე კლინიკაში რჩება. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ მოინახულა.
გუშინ გვიან ღამით ნერგეეთში განვითარებულ მეწყერში 10 ადამიანი მოყვა, აღნიშნული მოქალაქე მეხანძრე-მაშველებმა მიწის მასიდან მალევე ამოიყვანეს. ამ ეტაპზე ექვსი ცხედარია ამოყვანილი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.










