ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთადერთი გადარჩენილი 36 წლის კაცის მდომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ის ბათუმის კლინიკა “მედცენტრში” აგრძელებს მკურნალობას.
“მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც მძიმედ ფასდება მისი ძირითადი ტრავმებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლითაც შემოვიდა პაციენტი 3 დღის წინ. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, პასუხობს სწორად შეკითხვებზე, ასრულებს დავალებებს. რაც შეეხება კვლევებს, იქაც მიღწეულია სტაბილიზაცია”, – თქვა ექიმმა.
მისივე თქმით, პაციენტს აქვს ჭრილობები, რომლებსაც დაკვირვება სჭირდება, ამიტომ რამდენიმე დღე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციაში დარჩება.










