სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობამ რიყის დოქები აუქციონზე კიდევ ერთხელ, ამჯერად 33%-იანი ფასდაკლებით გაიტანა.
აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება. ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარია, ბაკი კი 20 000.
წინა აუქციონზე რიყის დოქები 71 250 000 ლარად იყიდებოდა.
მთავრობამ რიყის დოქები აუქციონზე პირველად 2020 წლის დასაწყისში 95 მილიონ ლარად გაიტანა, თუმცა, არავინ იყიდა. 2021 წლის მარტში ობიექტი აუქციონზე 71 250 000 ლარად გაიტანა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მესამედ კი რიყის დოქები აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გაიტანა, ობიექტის საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარი იყო, თუმცა ობიექტი მაინც ვერ გაიყიდა.
რიყის დოქების მშენებლობა 75 მილიონი ლარი დაჯდა, პროექტი 2013 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ობიექტი უფუნქციოა.