ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს რიტუალს, მთვარის დაბნელებაზე ქალწულის ზოდიაქოში. მისი თქმით, დაბნელებები ძლიერი ენერგეტიკული პორტალებს წარმოადგენენ, ამიტომ მათი ძალის გამოყენება ჩვენს სასიკეთოდ უნდა მივმართოთ.
„ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად შეგვიძლია ქალწულში, მიწის სტიქიის ნიშანში, მთვარის დაბნელების ენერგეტიკა გამოვიყენოთ. რიტუალი სჯობს ჩაატაროთ დაბნელების ზუსტ მომენტში(14/ 03.10:58) ან მისი პიკიდან 24 საათის განმავლობაში. ეცადეთ, რომ იყოთ მშვიდი, კონცენტრირებული და პოზიტიურად განწყობილი.
აიღეთ პატარა ქისა(სასურველია, ყავისფერი ან მწვანე).
ჩადეთ მასში დაფნის ფოთოლი (სიმდიდრისთვის), მწვანე ავანტურინი (ფინანსური ბალანსისთვის) და პატარა მონეტა.
დაბნელების დროს დაიჭირეთ ხელში და წარმოთქვით: „ქალწულის ნიადაგი ჩემი ძალაა, სიმდიდრე მოდის ჩემთან, რჩება და ყოველდღიურად მატულობს.“
ეს თილისმა შეგიძლიათ საფულეში, ან ნებისმიერ ადგილზე, სადაც მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა, რადგან სასურველია, რომ უცხო თვალი არ მოხვდეს.
თილისმა შეგიძლიათ შეინახოთ მანამ, სანამ გრძნობთ, რომ მისი ენერგია კვლავ აქტიურია და სასარგებლოა.
თუმცა, ზოგადი რეკომენდაცია კი ასეთია:
ერთი მთვარის ციკლი (დაახლოებით 28 დღე) – ასე მას მიეცემა დრო, რომ იმუშაოს და მოიზიდოს ენერგია.
მაქსიმუმ ერთი ან ერთი წელი – ამ დროის შემდეგ მისი ენერგია შეიძლება დასუსტდეს, ამიტომ ჯობია განაახლოთ ან ჩაატაროთ ახალი რიტუალი.
გახსოვდეთ, რომ თილისმა არის მხოლოდ დამხმარე საშუალება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობაც, შესაძლოა, საჭირო იყოს სხვა ასპექტების გადახედვა – საერთო ჩვევები, ფიქრების მიმართულება და მოქმედებები. კიდევ ერთხელ გადახედეთ, რამდენად ღია ხართ ახალი შესაძლებლობების მისაღებად და დაიწყეთ მზადდება ცვლილებებისთვის“, – წერს ასტროლოგი.